შეკითხვა, რომელიც მამაკაცებს მოსვენებას არ აძლევს სამსახურში წასასვლელად ვემზადები და ცოლს ვეკითხები:
- სად არის ჩემი ახალი ცისფერი პერანგი?
- იქ.
- სად – იქ?
- ოთახში.
- საძინებელში თუ მისაღებში?
- საძინებელში.
შევდივარ საძინებელში, ვაღებ კარადას. პერანგი არ არის.
- არ არის აქ!
- არის.
- არ არის.
- ნახე კარადაში.
- ვიყურები კარადაში. არ არის.
- თვალები გაახილე და ისე შეიხედე!
- გეუბნები, არ არის!
ცოლის ნაბიჯების ხმა ისმის – ეს გარდაუვალი მარცხის ხმაა. შემოდის საძინებელში, მიდის კარადასთან, ნორმალირად არც კი იყურება შიგნით, ხელს ყოფს და ჩემს პერანგს იღებს. მდუმარედ მიყურებს - ეს მზერა ბევრ რამეზზე მეტყველებს. გადის.
ვრჩები მარტო კარადასთან. კარადა – როგორ ვერ გიტან... და ვერც მაცივარს.