„გუგლის“ ერთ-ერთი თანამშრომლის შვილმა კომპანიას ასეთი წერილი მისწერა ყველაზე დიდი საძიებო სისტემა „გუგლის“ ერთ-ერთი თანამშრომლის შვილმა კომპანიას ასეთი წერილი მისწერა:
„გუგლის“ ძვირფასო თანამშრომლებო! არ შეგიძლიათ, მამა სახლში გამოუშვათ ოთხშაბათს, როცა სამსახურში მოვა? ჩვეულებრივ მას მხოლოდ ერთი დასვენების დღე აქვს – შაბათი.
კეტისგან
P.S. იმიტომ, რომ ოთხშაბათს დაბადების დღე მაქვს.
P.P.S. და სხვათა შორის, ახლა ზაფხულია!"
პასუხს დიდხანს არ დაუგვიანია. "გუგლის" თანამშრომელმა დენიელ შიკლაკოფმა ოფიციალური წერილი დაწერა ბლანკზე და ყველა ატრიბუტით, როგორც საჭიროა. კეტის მამის უფროსმა მის შვილს მისწერა, რომ მამამისმა ბევრი სასარგებლო რამ გააკეთა მთელი მსოფლიოს ადამიანებისთვის და აღნიშნა "ოთხშაბათობით საზაფხულო უქმეების მნიშვნელობა", ამიტომაც კეტის მამას მთელი კვირა დასვენება აჩუქა!
თქვენი უფროსი მოიქცეოდა ასე?