ისტორიკოსმა გიორგი კალანდიამ უნიკალური ქართული ასოები გამოაქვეყნა, რომლებსაც სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა დღეს ისტორიკოსმა გიორგი კალანდიამ უნიკალური ქართული ასოები გამოაქვეყნა, რომლებსაც სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. თუ სად აღმოჩნდა ეს ასოები და ვის ეკუთვნის, ამაზე თავად გიორგი კალანდიას პოსტიდან ვგებულობთ:
"მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გამო ვაქვეყნებ სრულ ინფორმაციას - დღეს ირლანდიის ეროვნულმა ბიბლიოთეკამ გადმოგვცა ქართული ანბანის უნიკალური ნიმუშების ფოტოასლები. ბიბლიოთეკაში სულ ოთხი ასო ბგერის ნიმუშია, ესენია: ”თ, მ, ც, ჟ”. ანბანის ნიმუშები ამოღებულია მზეჭაბუკ ორბელიანის სულხან საბა ორბელიანისეული ლექსიკონიდან, რომელიც 1724 წელს აწყურში გადაიწერა. ხელნაწერის ამჟამინდელი ადგილსამყოფელი ჩემთვის უცნობია, შეიძლება ის საქართველოშია, შეიძლება უცხოეთის რომელიმე კოლექციაში, თუმცა ერთი რამ ცნიბილია, ნახევარი საუკუნის წინ ეს ნიმუშები კემბრიჯში ვ. ალენმა გამოაქვეყნა. საკითხი მომავალ კვლევა ძიებას მოითხოვს, მანამდე კი ხელოვნების სასახლეში ანბანის ნიმუშების მხატვრული ასლები დამზადდება. მადლობა ირლანდიაში საქართველოს საელჩოს თანამშრომელს ნათია კალანდიას და ჩემს დამფინანსებელს მამიდაჩემს მედეას".