სულ 88 ათასი დოლარი დახარჯეს, რომ აი, ასე გარდაქმნილიყვნენ ამ ქალებმა ლამის 90 ათასი დოლარი დახარჯეს, რომ თავიანთ სათაყვანებელ ვარსკვლავს - კეტი პრაისს დამსგავსებოდნენ. დედამ, ბრიტანელმა ჯორჯინა კლარკმა სამი წლის წინ 17 წლის შვილს კაილის ნება დართო, სკოლა მიეტოვებინა და სტრიპტიზიორობა დაეწყო, რომ ფული შეეგროვებინათ პლასტიკური ოპერაციისთვის. ორივე ოცნებობდა კეტი პრაისთან მსგავსებაზე. თუმცა სავარაუდოდ, ეს დედის ოცნება იყო, რომელმაც შვილსაც ჩაუნერგა ეს იდეა და ახლა ზუსტად ასე გამოიყურებიან.
38 წლის დედა და მისი 20 წლის გოგონა კმაყოფილები არიან შედეგით. "როცა ჩემმა შვილმა მითხრა, რომ მკერდის გადიდება და პლასტიკური ოპერაციის გაკეთება უნდოდა, ძალიან გამიხარდა - ეს ხომ ჩემი ოცნებაც იყო. გამიმართლა, რომ კაილისნაირი შვილი ჰყავს, რომელიც ჩემს პლასტიკურ ოპერაციებსაც ანაზღაურებს. არც იმის წინააღმდეგი ვარ, რომ მდიდარ კაცებს შეხვდეს ან სტრიპტიზი იცეკვოს ფულის საშოვნელად, ჩვენ ხომ ჩვენს ოცნებას ვასხამთ ხორცს. მე მისით ვამაყობ", - ამბობს კლარკი. და ვერც შეედავები... არ ღირს უბრალოდ:)
ახლა იმასაც ძნელად გაარჩევთ, დედა რომელია და შვილი რომელი, არადა, მანამდე სრულიად ჩვეულებრივ გამოიყურებოდნენ, როგორც მესამე ფოტოზე არიან.
დედა-შვილმა უამრავი ოპერაცია და ბოტოქსის ინიექცია გაიკეთა, თუმცა ამაზე გაჩერებას არ აპირებენ. კიდევ გეგმავენ მკერდის და ტუჩების გაზრდას, ასევე თეძოებში იმპლანტების ჩადგმას, რინოპლასტიკას და ა.შ. ალბათ, სანამ "ოცნებები" არ გამოელევათ ან სანამ სხეულზე დარჩებათ ადგილი, რომლის გადიდებაც შეიძლება.
სხვათა შორის, თავად კეტი პრაისიც, რომელთან მიმსგავსებაზეც ოცნებობდა ეს ორი ქალბატონი, მრავალოპერაციაგამოვლილია და ისიც ასევე აწყობილია. აი, ესეც კეტი პრაისი.