არსებობს უნიკალური გემო, რომელიც არ გავიწყდებათ არსებობს უნიკალური გემო, რომელიც ყოველთვის რაღაცას გახსენებს. ლიქიორი, რომლის რეცეპტსაც გთავაზობთ, მხოლოდ ერთ სახლში, ერთი ადამიანის მიერ დამზადებული გამისინჯავს. მარგალიტა ბებიას სახლში ეს ლიქიორი არასდროს თავდებოდა. ვერც მის სახლში მოხვედრილი ადამიანი წამოვიდოდა მისი დაგემოვნების გარეშე. რეცეპტი თავად ჩამაწერინა, მაგრამ მის გარდაცვალებამდე არასოდეს დამიმზადებია. მართლაც უნიკალური გემო აქვს და მინდა ეს არაჩვეულებრივი სასმელი მარგალიტა ბებიას სახელით სხვებსაც გავუზიარო. გაითვალისწინეთ, თუ მიხაკ-დარიჩინის გემო თქვენთვის გამაღიზიანებელია, ეს ლიქიორი ალბათ არ მოგეწონებათ. ხოლო თუ ამ სანელებლების საწინააღმდეგო არაფერი გაქვთ, გემრიელად მიირთვით.
დაგჭირდებათ:
დაფნის ფოთოლი 10 ცალი
დარიჩინი 1 ჩაის კოვზი (სავსე არა)
მიხაკის ყვავილი 5-6 ცალი
წყალი 3 ჩაის ჭიქა
შაქარი 500 გრამი
არაყი 1/2 ლიტრი
არყის გარდა ჩამოთვლილი ინგრედიენტები წამოადუღეთ და გააგრილეთ. შემდეგ გაწურეთ და დაამატეთ არაყი.
თქვენი მკითხველი