სახალისო ტესტი სახალისო ტესტი გააკეთე და გავიგოთ, რამდენად გაქვს ასეთი "ჯადოქრული" ნიჭი.
1. შეგიძლია დაინახო, რა ხდება კედლის მიღმა?
ა) დიახ, ყველაფერს ვხედავ - 3;
ბ) არა, არ შემიძლია - 2;
გ) შემიძლია, თუკი კედელს ფანჯარა აქვს - 1.
2. როცა სახლში მარტო ხარ, გესმის ხოლმე ვიღაცების ლაპარაკი?
ა) დიახ, ყოველთვის მესმის - 3;
ბ) არა, არასდროს გამიგია - 2;
გ) მხოლოდ მაშინ, როცა ტელეფონზე ვლაპარაკობ - 1.
3. შეგიძლია სხვისი აზრების წაკითხვა?
ა) უპრობლემოდ! - 3;
ბ) არა, არ შემიძლია - 2;
გ) მხოლოდ მაშინ, თუკი თავის აზრებს ქაღალდზე დაწერს - 1.
4. შეგიძლია შენი ფიქრები დიდ მანძილზე სხვა ადამიანს გადასცე?
ა) რა თქმა უნდა! - 3;
ბ) არ შემიძლია - 2;
გ) მხოლოდ ტელეფონის ან წერილის საშუალებით - 1.
5. შეგიძლია კედელში გახვიდე?
ა) რამდენჯერაც მოისურვებთ! - 3;
ბ) არა - 2;
გ) შემიძლია, თუ კედელში
კარია დატანებული - 1.
6. ფრენა შეგიძლია?
ა) დიახ! - 3;
ბ) არ შემიძლია - 2;
გ) შემიძლია, ოღონდ რამდენიმე წამით - 1.
7. შეგიძლია მომავალი იწინასწარმეტყველო?
ა) შეუცდომლად! - 3;
ბ) არა - 2;
გ) ზოგჯერ - როცა სიცხე მაქვს ან ცუდი ამინდია, ვიცი, რომ სკოლაში არ წავალ - 1.
შეაჯამე ქულები და ნახე შედეგები
თუკი შენ დააგროვე:
17-21 ქულა: შენ ნამდვილი ჯადოქარი ხარ! შეგიძლია პიტერ პენის ან ჰარი პოტერის მეგობართა წრეში ჩაეწერო. ჯადოქრობა კარგია, მთავარია სიკეთისთვის გამოიყენო შენი ძალა.
11-16 ქულა: შენგან კარგი ჯადოქარი ვერ დადგება. არც იფიქრო ამაზე. შენ კეთილი და საყვარელი ადამიანი ხარ და ჯადოქრობა სულ არ არის საჭირო იმისთვის, რომ სიკეთე აკეთო და სულგრძელი იყო.
7-10 ქულა: არც ჯადოქარი ხარ და არც ჩვეულებრივი ადამიანი, შენ ძალიან ჭკვიანი, გონებაგამჭრიახი და დიდი იუმორის მქონე ბავშვი ხარ. გახსოვდეს, რომ იუმორის გრძნობა ძალიან დიდი ძალაა.