გაეცანით ამ მნიშვნელოვან ინფორმაციას და გახადეთ თქვენი საცხოვრებელი უსაფრთხო ზონად დიდი ხანია ცნობილია, რომ ბევრი ჩვეული ნივთი, რომელსაც ჩვენ ყოველდღიურად ვიყენებთ და პრაქტიკულად ყველას სახლშია, ჯანმრთელობისთვის საშიშ ნივთიერებებს შეიცავს.
უკანასკნელმა სამეცნიერო კვლევებმა დაადასტურა: კანცეროგენები, ისეთები, როგორებიც არის, ფარმალდეგინი, ტრიკლოზანი, ნაფტალინი შესაძლოა კიბოს გამომწვევი გახდეს.
და რა მერე? საყოფაცხოვრებო საქონელი, რომელიც ამ საშიშ ნივთიერებებს მაღალი კონცენტრაციით შეიცავს, კვლავ იყიდება მაღაზიებში და ბაზრებში... ჩვენ კი ისინი სახლში მიგვაქვს...
გაეცანით ამ მნიშვნელოვან ინფორმაციას და გახადეთ თქვენი საცხოვრებელი უსაფრთხო ზონად.
1. ჰაერის გამწმენდები
თუკი ჰაერის ქიმიურ გამწმენდს ჩაისუნთქავთ, არა მხოლოდ მაღალი სასუნთქი გზების ანთება შეიძლება აიკიდოთ, არამედ გამოიწვითო სერიოზული დაავადება. თანამედროვე ჰაერის გამწმენდი საშუალებები შეიცავს ნივთიერებებს, რომლებიც ორგანიზმში ავთვისებიანი უჯრედების განვითერებას უწყობენ ხელს.
ჰაერის გაწმენდის მარტივი საშუალებაა – მოხარშოთთ ლიმონის ან ფორთოხლის კანი. აბაზანაში კი სასიამოვნო არომატს დააყენებთ, თუკი რამდენიმე წვეთ ეთერზეთს ტუალეტის ქაღალდის რულონს შიგნიდან დააწვეთებთ. შეეცადეთ იშვიათად გამოიყენოთ ქიმიური საშუალებები სხვადასხვა ზედაპირის გაწმენდისას – ისინი არა მხოლოდ ჭუჭყს კლავენ, არამედ ჩვენს ჯანმრთელობასაც. საბედნიეროდ, სისფუთAვის შენარჩუნება ბუნებრივი საშუალებებითაც შეიძლება.
2. კბილის პასტა და პირის ღრუს სავლებები
კბილის პასტაში შემავალი ფართოდ გავრცელებული ნივთიერებებია ტრიკლოზანი და ფტორიდი. ორივე ძალიან საშიში ქიმიური ნაერთებია, რომლებიც ორგანიზმში გროვდება. დროა, გადავიდეთ ორგანულ, ნატურალურ კბილის პასტებზე!
3. ტეფლონით დაფარული ჭურჭელი
თავად ასეთი ჭურჭელი უსაფრთხოა. ტეფლონური საფარი საკვების ცხიმის მინიმალური გამოყენებით მომზადების საშუალებას გვაძლევს. მაგრამ როგორც კი საყვარელ ტაფაზე ნაკაწრები გაჩნდება, ის საშიში ხდება: გაცხელების დროს ტეფლონური საფარველიდან საშიში ქიმიური ნივთიერებები გამოდის, ისეთი, როგორიც არის კარბონის მჟავა. გამოიყენეთ ხარისხიანი ჭურჭელი, რომლის გაკაწვრაც და დაზიანებაც რთულია.
4. ჭუჭყიანი, ძველი ფეხსაცმელი
როცა სახლში შედიხართ, ფეხსაცმელი მაშინვე სპეციალურ კარადაში შეინახეთ. საქმე ისაა, რომ ფეხსაცმელთან ერთად შინ აბსულუტურად უსარგებლო და მავნე ქიმიური ნივთიერებები შემოგვაქვს – დაწყებული ტყვიიდან პესტიციდებით დამთავრებული. ძველი ფეხსაცმლის შინ შენახვაც საშიშია, მის ძირებზე შესაძლოა საშიში ქიმიური ნივთიერებები ინახებოდეს, რაც სახლში ჰაერის დაბინძურების მიზეზი გახდება. განაგრძეთ კითხვა