ეს ნიღაბი დაღლილობის კვალსაც მოგაცილებთ სახიდან - ის ბოტოქსის ბუნებრივი ალტერნატივაა ეს სასწაულმოქმედი ნიღაბი დაღლილობის კვალსაც მოგაცილებთ სახიდან - ის ბოტოქსის ბუნებრივი ალტერნატივაა. ასევე ითვლება ნაოჭების საწინააღმდეგო საუკეთესო საშუალებად. სცადეთ ამ ნიღბის დამზადება და თუ დაღლილობის კვალი გაქვთ სახეზე ან ნაოჭები შემოგეპარათ, ებრძოლეთ ბუნებრივი მეთოდებით.
დაგჭირდებათ:
1-1,5 სუფრის კოვზი კარტოფილის სახამებელი ("კრახმალი")
5 სუფრის კოვზი სტაფილოს წვენი
1 სუფრის კოვზი არაჟანი
წყალი
კარტოფილის სახამებელი ჭურჭელში ჩაყარეთ და აურიეთ ნახევარ ჭიქა წყალში (100 მილილიტრი). ნაზავი ჩაასხით ქვაბში. დაუმატეთ კიდევ ნახევარი ჭიქა ადუღებული წყალი და ხარშეთ, სანამ არ შესქელდება (თუ ხვდებით, რომ წყალი კიდევ სჭირდება, შეგიძლიათ კიდევ დაასხათ). მერე დაუმატეთ სტაფილოს წვენი და არაჟანი. კარგად აურიეთ და გააგრილეთ.
ნარევი სამ ტოლ ნაწილად გაყავით, რომ სამ დღეზე გადაანაწილოთ.
თხელ ფენად გადაისვით სახეზე 20-25 წუთით. შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ.
დარჩენილი მასა მაცივარშ შეინახეთ. გაიკეთეთ სამი დღის განმავლობაში. პროცედურა ერთი კვირის მერე უნდა გაიმეოროთ.
ნიღბის გამოყენების შემდეგ იგრძნობთ, რომ კანი დარბილდა და განაზდა. უფრო დატენიანდა და გაჯანსაღდა.