ბავშვისთვის მომზადებული კერძები ჯანსაღი და ეკოლოგიურად სუფთა უნდა იყოს ბავშვისთვის მომზადებული კერძები მაქსიმალურად ჯანსაღი და ეკოლოგიურად სუფთა უნდა იყოს. ამ პირობის დაცვა ტკბილეულთან მიმართებაში ცოტა რთულია. ამიტომ ვფიქრობთ, დაგაინტერესებთ ორცხობილა, რომელიც შვრიისგან ("ჰერკულესისგან") მზადდება. დაბალკალორიული, გემრიელი და სასარგებლო ორცხობილები თქვენს პატარებს ძალიან მოეწონებათ.
მასალა:
2 ჭიქა შვრია
0,5 ჭიქა ფქვილი
2 კვერცხი
1 ჭიქა შაქარი
100 გრ. ზეთი
115 გრ. კარაქი
ვანილი
1ჩაის კოვზი სოდა ან გამაფხვიერებელი
შვრია ოდნავ მოხალეთ უცხიმოდ. ათქვიფეთ კარაქი შაქართან ერთად, დაამატეთ კვერცხი, ფქვილი, გამაფხვიერებელი (სოდა) და ვანილი. როცა ერთგვაროვან მასას მიიღებთ, დაუმატეთ მოხალული შვრიაც. შეგიძლიათ, მრავალფეროვნებისთვის გატარებული თხილით ან ნიგვზით შეაზაოთ.
ცომი ერთი სანტიმეტრის სისქეზე გააბრტყელეთ და ლამაზი ფორმებით ან უბრალოდ, ჭიქით პატარ-პატარა ორცხობილები გამოჭერით. მოათავსეთ ლანგარზე და 180 გრადუსამზე გაცხელებულ ღუმელში 10-15 წუთით აცხვეთ.