ცენტრი „ალუბლები“ დაფუძნებულია საქართველოში, ქართულ -ევროპულ მეთოდებზე საგანმანათლებლო ცენტრი „ალუბლები“ დაფუძნებულია საქართველოში, ქართულ -ევროპულ მეთოდებზე. კერძოდ ცენტრის ადმინისტრაცია თანამშრომლობს პარტნიორ ცენტრთან გერმანიაში.
მისი დამოუკიდებელი კონცეფცია, კარგად აპრობირებულია და მორგებულია ბავშვის ფსიქოლოგიაზე. საზოგადოების შეხედულებების ცვლილებასთან ერთად ისიც მუდმივად ვითარდება და იცვლება. ჩვენ მზად ვართ მივყვეთ განვითარების უწყვეტ პროცესს .
ბავშვები და მშობლები გვენდობიან ჩვენ! ჩვენ ვართ გუნდი, რომელიც ზრუნავს ბავშვების აღზრდაზე, მოტივირებული და კომპეტენტური პერსონალით , ინოვაციური იდეებითა და შემოთავაზებებით, რომლებიც მორგებულია ბავშვებზე და მათ სურვილებზე.
ბავშვებისათვის შექმნილია საუკეთესო გარემო და ეს ყველაფერი შესაძლებელია ჩვენთან ,რადგან ხარისხი ჩვენთვის შემთხვევითი არ არის....
სამუშაო საათები ორშაბათიდან - შაბათის ჩათვლით 9.00 -19.00 საათამდე
ცენტრი გთავაზობთ სასწავლო პროგრამის ფართო სპექტრს. შექმნილია:
* საბავშვო ბაღი „ალუბლები“ 1.3 წლიდან 6 წლამდე
* ხელოვნების სკოლა-„ალუბლები“ 4 წლიდან ...
* უცხო ენების ცენტრი „ალუბლები „ 4 წლიდან...
* მოსამზადებელი ჯგუფები : 1-4 კლასის ჩათვლით მოსწავლეებისათვის.
* საკარნავალო გარდერობი (საზეიმო კოსტუმების გაქირავება)
სხვადასხვა მასლებითა და ღია კითხვებით ჩვენ ბავშვებს ვაძლევთ სტიმულს კვლავ გააგრძელონ მათი კვლევა. ჩვენთან ყველა ბავშვს აქვს საშუალება თავად გამოიკვლიონ სამყარო. საპროექტო თემების არჩევისას ჩვენ ყურადღებას ვაქცევთ სხვადასხვა სფეროებს , როგორებიცაა
• ენა
• მათემატიკა
• მეცნიერება
• გარემო
• ესთეტიკა და ხელოვნება
• მუსიკა
• მოძრაობა და ჯანმრთელობა
• ღირებულებებზე ორიენტირება
R