ფოლგის რომელი მხარე რისთვის გამოგადგებათ თითქმის ყველა ოჯახში მოიძებნება ფოლგა და ყველა დიასახლისმა იცის რაში გამოიყენოს იგი. თუმცა როგორც ბევრ საოჯახო ნივთს, ფოლგასაც აქვს ფარული შესაძლებლობები. კიდევ რაში გამოგვადგება ფოლგა?
1. კუნთებისა და სახსრების ტკივილის წინააღმდეგ
ეს ხერხი კისრის, ზურგის, ხელების და სახსრების ტკივის დროს დაგეხმარებათ. იგი რევმატიული ართრიტის დროსაც გამოგადგებათ.
გამოყენების ხერხი
დაიფინეთ ფოლგა მტკივან ადგილზე და სახვევით მჭიდროდ გადაიხვიეთ. გაიჩერეთ მთელი ღამე. ეს პროცედურა 10-12 დღის განმავლობაში ჩაიტარეთ. ერთი-ორი კვირა შეისვენეთ. თუ ტკივილმა თავი შეგახსენათ, კურსი კვლავ გაიმეორეთ.
2. გრიპისა და გაციების წინააღმდეგ
ალუმინის ფოლგა ინფექციებთან საბრძოლველად ეფექტური საშუალებაა. თუ ანტიბიოტიკების გარეშე გინდათ მკურნალობა, ეს მეთოდი გამოგადგებათ
გამოყენების წესი:
შემოიხვიეთ ფეხებზე ფოლგა რამდენიმე ფენად. თუმცა ფეხებს შორის რბილი ქსოვილი მოაქციეთ. გაიჩერეთ 1 საათით. 2 საათის შემდეგ პროცედურა გაიმეორეთ, ოღონდ სხვა ფოლგა გამოიყენეთ. კვლავ ერთი საათით გაიჩერეთ და ისევ გაიმეორეთ 2 საათში.
3. დამწვრობის ტკივილის შესამცირებლად
დამწვარი ადგილი რამდემე წუთით ცივი წყლის ჭავლის ქვეშ მოათავსეთ. შემდეგ დამწვარზე ერთ ფენად სტერილური დოლბანდი დაიფინეთ და ზემოდან ფოლგა შემოახვიეთ. თუ კანი გადაქერცლილიბ არ არის, შეგიძლიათ პირდაპირ დაიხვიოთ ფოლგა. არ მოხსნათ, სანამ ტკივილი არ გაგივლით
4. დაღლილობისა და უძილობისთვის
რამდენიმე ფენა ფოლგა მაცივრის საყინულეში რამდენიმე საათით მოათავსეთ. გამოიღეთ და საფეთქლებზე ან ლოყებზე დაიფინეთ. რამდენიმე წუთში შვებას იგრძნობთ.
ფოლგის რომელი მხარე უნდა გამოიყენოთ?
გააჩნია როსთვის იყენებთ. გასათბობად და სითბოს შესანარჩუნებლად პრიალა მხარე გამოგადგებათ. გასაგრილებლად და თბოიზოლაციისთვის - გლუვი მხარე.