ბიჭს შერცხვა, თანაკლასელები დამცინებენ, პატარა ხომ არ ვარო და მამას სთხოვა, ასე აღარ მოქცეულიყო როცა 15 წლის ამერიკელი ბიჭუნა რეინ პრაისი პირველად ჯდებოდა სასკოლო ავტობუსში, რომ ახალ სკოლაში გამგზავრებულიყო, მამა დეილ პრაისი შინიდან გამოვიდა და ხელი დაუქნია. ბიჭს შერცხვა, თანაკლასელები დამცინებენ, პატარა ხომ არ ვარო და მამას სთხოვა, ასე აღარ მოქცეულიყო. თუმცა მხიარულმა მამიკომ არა მარტო არ დაუჯერა შვილს, გადაწყვიტა, ყოველ ჯერზე გამოსულიყო მის გამოსაცილებლად და სხვადასხვა სამეჯლისო კოსტიუმში გამოწყობილიყო.
ახლა რეინის ყველა თანაკლასელი, რომელთაც უკვე 18 წელი შეუსრულდათ, ყოველ დილას მოუთმენლად ელის, რას მოიგონებს უცნაური მამიკო, რომელიც, სხვათა შორის, შეზღუდული შესაძლებლობების მქონეა – ცალი ფეხი მოკვეთილი აქვს.
კოსტიუმებს მამა არასდროს იმეორებს, ხან ქირაობს, ხან თავად ამზადებს და ხანაც მეზობლებისგან თხოულობს.
რეინების ოჯახი