მამას, რომელსაც ხელშიც კი არასდროს ჭერია სხვა ბავშვი, პამპერსის გამოცვლით და ბავშვის ჭამით დაწყებული და ბანაობა/დაძინებით დამთავრებული, ყველაფერი შეასწავლე ჩვენი საიტის აქტიური ჟურნალისტის, სალომე გორგოშიძის პატარა ბიჭი დღეს 3 წლის გახდა. დედამ იმდენად ემოციური და შთამბეჭდავი პოსტით მიუძღვნა დაბადების დღე, ალბათ, საინტერესო იქნება მისი წაკითხვა:
ჩემს მეგობარს, ჩემს ბავშვობას და უბრალოდ number one-ს, ჩემს თითქმის 3 წლის ლუკას
უკვე სამი წელია ყოველ დილით ამოდის მზე ჩვენს სახლში და მთელი დღე ისე გვათბობს, რომ ბოლოს ყველა ერთად გადამწვარი მოუთმენლად ველოდებით მეორე დღის, უფრო მცხუნვარე მზის ამოსვლას, ანუ შენს გაღვიძებას :)) მესამე წელია ჩვენს სახლში დაბრუნდნენ ჩვენი ბავშვობის დისნეის გმირები და ახალი მეგობრებიც მოიყვანეს. მესამე წელია სახლი სავსეა სათამაშოებით, რომლითაც თამაშს ერთმანეთს ვასწრებთ ხოლმე. დაბრუნდნენ პატარა ჯარისკაცები, ლეგოს კუბიკები და „შრომის გაკვეთილები“. ძალიან მარტივად ერთი ხელის მოსმით, შენებურად ჯიუტად დაგვაბრუნე ბავშვობაში ან „უკან, მომავალში“, სადაც ახლა უფრო საინტერესოა ბავშვობა, ვიდრე ჩვენ დროს იყო. 3 წელიწადში შეძელი მსოფლიოში ყველაზე საშინელი კულინარი გოგო გექცია შენთვის საყვარელი კერძების შემქმნელ, ნამდვილ ოსტატად, შენ შეძელი და ჟურნალისტი დედა დააინტერესე ჯანდაცვით და მედიცინით, იმ დონეზე რომ სამედიცინო დაწესებულებაში დააწყებინე მუშაობა. ამ სამი წლის განმავლობაში ბავშვთა თემაზე მინიმუმ 300 ჟურნალისტური მასალა მაინც დამაწერინე, შენ შეძელი და შენს მშობლებს ასწავლე, თუ როგორ უნდა ადგნენ დილის 7 საათზე ძალიან მარტივად და დაიწყონ ჯანსაღი ცხოვრება ადრე გაღვიძებით. შენს საუკეთესო მეგობარს, მამას, რომელსაც ხელშიც კი არასდროს ჭერია სხვა ბავშვი, პამპერსის გამოცვლით და ბავშვის ჭამით დაწყებული და ბანაობა/დაძინებით დამთავრებული ყველაფერი უმაღლეს დონეზე შეასწავლე. შენ შეძელი და 180 გრადუსით შემოატრიალე დედამიწა ისე, რომ შენ თავი ძალიან კომფორტულად იგრძნო. შენ უკვე 3 წლის ხარ, მსოფლიოში ყველაზე ჯიუტი და მოსიყვარულე ბავშვი, რომელმაც ამ სამი წლის განმავლობაში უკვე ძალიან ბევრი გააკეთა, და გასაკეთებელი ხომ კიდევ ძალიან ძალიან ბევრია :)) მინდა, რომ იყო ყოველთვის ისეთი პრინციპული, მიზანდასახული და გამტანი, როგორიც დღეს ხარ. მინდა, რომ ყოველთვის ასე ბედნიერად გიციმციმებდეს თვალები და კიდევ დიდხანს მესმოდეს შენგან: - „საყვარელი დედა სალო“
P.S. იცოდე, რომ ბაღში როცა გტოვებთ, აუცილებლად მოვალთ და კიდევ ძალიან დიდი ხანი ვიქნებით შენთან ერთად, ჩემო პატარა, გიჟ-გადარეულო და უკვე დიდო ბასვო!