ის ყველაზე ლამაზ და გემოვნებიან ქალბატონადაც არის დასახელებული შეიხი ჰამადი ყატარს სათავეში 1995 წელს, ოჯახის დახმარებით ჩაუდგა. ის საკმაოდ ძლიერი მეთაურია, თუმცა მსოფლიოში უფრო მის ცოლს, შეიხა მოზას იცნობენ. ამბობენ, პირველ მეუღლეს, შეიხა მარიამ ბინტ მუჰამადს, მოზასთან ქორწინებამდე დიდი ხნით ადრე დასცილდა. მესამე ცოლი, ნურა ბინტ ჰალიდი მოგვიანებით შეირთო. პირველი და და მესამე ცოლები ჰამადის შორეული ნათესავები იყვნენ, ისინი ცოტა ვინმეს თუ უნახავს.
შეიხა მოზამ განათლება სოციოლოგიის სფეროში ყატარის ეროვნულ უნივერსიტეტში მიიღო (1986-1990), შემდგომ ამერიკის საუკეთესო უნივერსიტეტებში გაიარა სტაჟირება. შეიხა ცნობილი ყატარელი ოპოზიციონერის, ნასერ ბინ აბდულა ალ-მისნედის ქალიშვილია. შეიხა მოზასა და შეიხ ჰამადის ქორწინება დინასტიურია, რომლის მიზანიც მამამისთან დამოყვრება გახლდათ, რათა ოჯახებს შორის დაპირისპირება შეწყვეტილიყო. შეიხა მოზას, სპარსეთის ტურის მმართველების მეუღლეებისგან განსხვავებით, უამრავი სახელმწიფო და საერთაშორისო თანამდებობა უკავია, მათ შორის არის საპატიო: ყატარის განათლების, მეცნიერებისა და საზოგადოებრივი განვითარების ფონდის თავმჯდომარე, ოჯახური საკითხების უმაღლესი საბჭოს პრეზიდენტი, განათლების უმაღლესი საბჭოს ვიცე-პრეზიდენტი, იუნესკოს სპეციალური წარმომადგენელი.
სპარსეთის ყურის ქვეყნებში მოზა ერთდროულად გაღიზიანებასა და აღფრთოვანებას იწვევს. მონარქების არცერთი ცოლი არ ჩნდება პუბლიკის წინაშე ისეთი სიხშირით, როგორც შეიხა მოზა. მისი ელეგანტური სტილი და დახვეწილი გემოვნება ევროპელი დიზაინერების აღტაცებას იწვევს. მუსულმანები კი, აღშფოთებული არიან ქალის ჩაცმულობით. პოლიტოლოგები ამბობენ, რომ
შეიხამ ყატარში შეუძლებელი შეძლო: პატრიარქალურ ქვეყანაში ფაქტობრივად, მატრიარქატი შექმნა. მას შემდეგ, რაც 2013 წელს მეუღლემ მმართველობა ვაჟს გადასცა, მოზა დღემდე ყველაზე გავლენიან ქალად ითვლება ქვეყანასა და მსოფლიოში.
დადის ხმები, რომ მოზას ხისტი ხასიათი აქვს, სხვაგვარად ქალი ვერ შეძლებდა უდიდესი ძალაუფლებისა და გავლენის მოპოვებას. იმასაც კი ამბობენ, რომ შეიხ ჰამდანმა მესამე ცოლი მოზას ჯინაზე შეირთო, რათა დაემტკიცებინა, რომ მისი ძალაუფლება უსაზღვრო არ არის. ამის მიუხედავად, ვერცერთმა ქალმა ვერ შეძლო მოზასთან მიახლოვება: დიპლომატიური პროტოკოლისა და საერთაშორისო ეტიკეტის უბადლო მცოდნე, ქმარს საზღვარგარეთ ყველა მნიშვნელოვან შეხვედრაზე ახლდა. შემთხვევითი არ არის, რომ ჰამადის მმართველობის დროს პატარა ყატარმა ბუნებრივი აირის რესურსები ქვეყნის აყვავებისთვის გამოიყენა და ლონდონთან მჭიდრო კავშირი დაამყარა. ბევრი თვლის, რომ ეს სწორედ მოზას დამსახურებაა. შეიხა მოზასა და ყატარის ამირს შვიდი შვილი ჰყავთ (ხუთი ვაჟი და ორი ქალიშვილი): თამიმ ბინ ჰამად ბინ ჰალიფა ალ ტანი (ყატარის მე-4 ამირი); ჟასმინ ბინ ჰამად ბინ ჰალიფა ალ ტანი; ჯოან ჰამად ალ ტანი; ჰალიფა ჰამად ალ ტანი; მოჰამედ ჰამად ალ ტანი; ალ-მაიასა ჰამად ალ ტანი; ჰინდ ჰამად ალ ტანი.
ყველა, ვინც კი მოზას შვილებს იცნობს, ერთხმად აცხადებს, რომ შეიხამ შვილები ბრწყინვალედ აღზარდა. ჯორჯთაუნის დიპლომატიური სკოლის დეკანმა, ჯეიმს რირდონმა განაცხადა: ”ვიცნობ შეიხა მოზას სამ შვილს, მათ შეეძლოთ მოეწიათ მარიხუანა სადმე საფრანგეთის სამხრეთში, როგორც ამას ბევრი აკეთებს, მაგრამ ისინი განსხვავებული არიან. როგორც მამა, აღფრთოვანებული ვარ იმით, თუ როგორ აღზარდა ამ ოჯახურმა წყვილმა შვილები”.
”ჩვენ ვეცადეთ ნორმალურ ადამიანებად აღგვეზარდა შვილები. როდესაც შინ მივდივარ, ჩვენ განვიხილავთ ყველაფერს: რა გავაკეთე დღეს, ვინ ვნახე, რას ფიქრობენ ისინი, რისი გაკეთება სურთ. ახალგაზრდების აზრის მოსმენა ძალზედ სასარგებლოა. ჩვენ ყველაფერს მათთვის ვაკეთებთ”, - ამბობს შეიხა მოზა. იხილეთ სრულად