ფეხსაცმელმა ბებერები რომ არ გაგიჩინოთ და უსიამოვნო სუნი რომ აიცილოთ თავიდან... ახალი ფეხსაცმლის ჩაცმა ხანდახან შესაძლოა ტანჯვად გვექცეს. თითქოს გულდასმით შევარჩიეთ ყიდვისას, მაგრამ მაინც გვიჭერს, ბებერებს გვიჩენს და ერთი სული გვაქვს, სახლამდე როდის მივაღწევთ და სადმე შორს მოვისვრით.
ჩვენი რჩევები დაგეხმარებათ, გაიადვილოთ ცხოვრება და მსგავს შემთხვევებს თავი აარიდოთ.
1. თეთრი ფეხსაცმლის კარგად წმენდს კბილის პასტა
2. ჰაეროვანი და ჭრელი ქსოვილის მეშვეობით ჩვეულებრივი რეზინის ჩუსტები სულ სხვა, ორიგინალურ ელფერს მიიღებს.
3. თუ ფეხსაცმელი გიჭერთ, ჩაიცვით შალის წინდებთან ერთად და რამდენიმე წუთით მიუშვირეთ თმის საშრობი.
4. ფეხსაცმლის გაწელვა ასევე წყლის პარკების მეშვეობით არის შესაძლებელი: წყლით სავსე პარკი მოათავსეთ ფეხსაცმელში და შედგით საყინულეში. წყალი გაყინვისას გაფართოვდება, შესაბამისად - ფეხსაცმელიც.
5. ფეხსაცმელმა ბებერები რომ არ გაგიჩინოთ, ჩაცმამდე წაუსვით მყარი დეზოდორანტი.
6. ჩაის პაკეტები აცილებს უსიამოვნო სუნს.
7. ასევე უსიამოვნო სუნსა და ფეხსაცმლის ჭრაჭუნს საბავშვო პუდრი გაუმკლავდება. განაგრძეთ კითხვა