პუანტებზე ცხრა თვის ორსული შედგა მარია ელენა ბაუერსი პროფესიონალი ბალერინაა. პირველად მაშინ გააოცა სამყარო, როცა პუანტებზე ცხრა თვის ორსული შედგა. მართალია, ძირითადად ფოტოებს იღებდა და არ ცეკვავდა, მაგრამ მაშინ დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. ახლა მეორე ბავშვზეა ორსულად და ისევ ახარებს თაყვანისმცემლებს საოცარი ფოტოებით.
რასაკვირველია, ორსულობის დროს არ შეიძლება სერიოზული ფიზიკური დატვირთვა, თუმცა მათთვის, ვისაც ეს ცხოვრების წესად აქვს ქცეული, ანუ სპორტსმენებისა და მოცეკვავეებისთვის, ორსულობის დროსაც დაშვებულია ზომიერი დატვირთვები და ბევრი მათგანი ცხოვრების წესს დიდად არც იცვლის ფეხმძიმობისას.
მარია ამბობს, რომ ბალეტი ეხმარება სხეულის ფორმების შენარჩუნებაში, ორსულობის დროსაც და მშობიარობის შემდეგაც. სხვათა შორის, სწორედ მარია ასწავლიდა ნატალი პორტმანს ცეკვას ფილმ "შავი გედის" გადაღებების დაწყებამდე.