"მავანთ უნდათ ისე წარმოაჩინონ, რომ თითქოს საპატრიარქო საგნის "მე და საზოგადოება" სკოლებში სწავლებას ეწინააღმდეგება" გუშინ განათლების სამინისტროსთან სასულიერო პირებმა და მრევლმა აქცია გამართეს. მომიტინგეები ორ საკითხს აპროტესტებდნენ: სკოლებში ჰელოუინის მოწყობას და ახალი საგნის შემოღებას. მათი მტკიცებით, განათლების სამინისტროს ინიციატივით, გარკვეულ სკოლებში ჰელოუინის დღესასწაული მოეწყო, მათ პროტესტი გამოთქვეს ახალი საგნების - "მე და საზოგადოება" და "ჩვენი საქართველო" შემოღებაზეც.
მოგვიანებით ჰელოუინის საკითხზე განათლების სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, სადაც განმარტა, რომ სამინისტრო ასეთ თემებში ვერ ჩაერევა, რადგან ის სახელმწიფო დაწესებულებაა და ვერავინ უკარნახებს ადამიანებს იზეიმონ თუ არა ჰელოუინი.
განცხადება გაავრცელა საპატრიარქომაც, რომელშიც განაცხადეს, რომ გუშინ განათლების სამინისტროსთან გამართული აქციის შესახებ ინფორმირებულები არ იყვნენ: "ამასთან, ჩვენ ვერ გავიზიარებთ იმ სულისკვეთებას, რაც მათ მიერ იქნა დაფიქსირებული", - ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.
რაც შეეხება მეორე საკითხს, კერძოდ, სკოლებში ახალი საგნის სწავლებას, ცოტა ხნის წინ, საპატრიარქოს განათლების ცენტრმა მოითხოვა, რომ "მე და საზოგადოება" საგნის შესახებ ფართო განხილვა დაწყებულიყო, სადაც ჩართულები იქნებოდნენ მშობლები, ფსიქოლოგები, მეცნიერები.
"მავანთ უნდათ ისე წარმოაჩინონ, რომ თითქოს საპატრიარქო საგნის "მე და საზოგადოება" სწავლებას სკოლებში ეწინააღმდეგება, რა თქმა უნდა ასე არაა, ეს არის უბრალოდ კეთილი სურვილები და მოსაზრებები, რომ გამოსწორდეს მდგომარეობა და არა ის, რომ საგანი არ ისწავლებოდეს", - განაცხადა "კვირის პალიტრასთან" საუბრისას საპატრიარქოს განათლების ცენტრის თავმჯდომარის მოადგილემ, დეკანოზმა ბიძინა გუნიამ.
"მე და საზოგადეობის" საჯარო სკოლებში სწავლების შესახებ ინფორმაცია განათლების სამინისტრომ აგვისტოში გაავრცელა. ამ უკანასკნელის სწავლება 2016-2017 სასწავლო წლიდან მთელი ქვეყნის მასშტაბით სავალდებულო გახდება. განათლების სამინისტროს ინფორმაციით, საგნის "მე და საზოგადოების" შესახებ მსჯელობა არ დასრულებულა, არ არის დასრულებული სტანდარტზე მუშაობა და არც სახელმძღვანელოებია დაბეჭდილი.
დეკანოზ ბიძინა გუნიას თქმით, საპატრიარქოს სასწავლო კომიტეტი რამდენიმე თვის განმავლობაში ჩართული იყო განათლების სამინისტროს მიერ შემუშავებული საგნის "მე და საზოგადოება" განხილვაში. როგორც დეკანოზი ამბობს, ისინი ჩართულები იყვნენ საგნის სტანდარტის განხილვაში და მათი ზოგიერთი რეკომენდაცია სტანდარტში აისახა, თუმცა მისივე თქმით, არის რამდენიმე საკითხი, რაც აუცილებლად შესაცვლელია საგნის სტანდარტში.
დეკანოზი ბიძინა გუნია:
"გავრცელდა არასწორი ინფორმაცია, ჩვენ ვლაპარაკობთ სტანდარტზე და არა კონკრეტულად საგანზე, მათ შორის კი დიდი განსხვავებაა. განაგრძეთ კითხვა