დედამთილების შეკრება თითქმის ყოველთვის რძლის კრიტიკით იწყება და მთავრდება. იგივე შეგვიძლია ვთქვათ რძლებზეც რძალ-დედამთილს ხშორ შემთხვევაში დაძაბული ურთიერთობა აქვთ. დედამთილების შეკრება თითქმის ყოველთვის რძლის კრიტიკით იწყება და მთავრდება. იგივე შეგვიძლია ვთქვათ რძლებზეც. მამაკაცებს ალბათ ძალიან აინტერესებთ, რა იწვევს მათ შორის მოუგვარებელ კონფლიქტს. სტატიაში გაეცნობით დაძაბულობის 4 ყველაზე გავრცელებულ მიზეზს:
1. დაუგეგმავი ვიზიტი
თქვენი ცოლი მთელი კვირა მუშაობდა. როგორც იქნა, დადგა პარასკევი საღამო, ის დაღლილი მოდის სახლში და უეცრად სახლის წინ დედამთილ-მამამთილის მანქანა ხვდება! თქვენს მეუღლეს დასვენება სურს ან გეგმები აქვს. დედათქვენის გამოჩენა კი ყველაფერს ცვლის!
გაფრთხლება: არასდროს წამოგცდეთ დედათქვენთან, რომ თქვენი ცოლი მის დაუგეგმავ სტუმრობას ვერ იტანს. ასე სიტუაციას დაძაბავთ.
უთხარით დედას: ძალიან გვიხარია, როცა ჩვენთან სტუმრად მოდიხარ, მაგრამ უკეთესი იქნება, თუ წინასწარ დაგვირეკავ. ვაი და სახლში არ დაგხვდეთ? შენს საყვარელ კერძსაც დაგახვედრებთ.
2. ოჯახური არდადეგები
თქვენს ცოლს სურს, რომ ახალი წელი ოჯახურ გარემოში გაატაროთ. დედათქვენი კი მოითხოვს, რომ ახალ წელს მასთან ერთად შეხვდეთ. საბოლოო ჯამში ალბათ დედათქვენი თავისას გაიტანს და ერთ სამზარეულოში ორი ქალი აღმოჩნდება. მოდით, გამოვიცნობთ, თქვენ დედის გაკეთებული კერძი უფრო გემრიელად მიგაჩნიათ ვიდრე ცოლის? განაგრძეთ კითხვა