ეს უცნობი ქალი რომ შენიშნა, ცოლიანი კაცი ოცნებებს მიეცა... მაგრამ... "მგონი, დღეს მე ცოლს ვუღალატე..." - სწორედ ასე იწყებოდა ჯეისონ ჰიულეტის ღია წერილი, რომელიც ინტერნეტით გაავრცელა. კაცმა ყველას უამბო, რომ სუპერმარკეტში საყიდლებზე მყოფმა უნებლიეთ მიაქცია ყურადღება წინ მდგომ სიმპათიურ ქერა ქალს. ჯეისონმა იმის გაფიქრებაც ვერ მოასწრო, თუ როგორ გაუმართლა ვიღაც კაცს, ეს ლამაზმანი რომ ჰყავდა გვერდით, რომ ქერა ქალბატონის რიგი მოვიდა სალაროსთან. როცა ქალი მოტრიალდა და ჯეისონისკენ პროფილით დადგა, ჰიულეტი გაოგნდა - თურმე, ამდენ ხანს საკუთარი ცოლით ტკბებოდა!..
ეს ფოტო კაცმა გამაოგნებელი აღმოჩენიდან რამდენიმე წამში გადაიღო...
კაცმა გააანალიზა მთელი ეს სიტუაცია და საოცარ დასკვნებამდე მივიდა, რომელიც ნებისმიერ წყვილს გამოადგება! ჯეისონი მიხვდა, რომ მიეცა უნიკალური შანსი, უცხო თვალით შეეხედა საყვარელი ქალისთვის და ღირსეულად შეეფასებინა, როგორ გაუმართლა. ერთ დროს, ადრე, პირველი გაცნობისას, ის აღტაცებული დარჩა გოგონას გარეგნობით და მიაჩნდა, რომ მისთვის ის ძალიან მიუწვდომელი იყო. საკმაო ძალისხმევის გამოჩენა დასჭირდა, რომ მისი სიყვარული მოეპოვებინა და მერე ცოლადაც მოეყვანა. დროთა განმავლობაში ეს ყველაფერი დავიწყებას მიეცა, თუმცა ერთი მზერაც საკმარისი იყო, ძველი გრძმობები გამძაფრებოდა...
ისინი შესანიშნავ წყვილად მიიჩნევიან. ეს ჯეისონის ბედნიერი ოჯახია.
ძველი დაკომპლექსებული ბიჭუნა რა ხანია, წარსულს ჩაბარდა. ახლა ჯეისონი წარმატებული პროფესიონალი კომიკოსია, შესანიშნავი ქალის ქმარი და ცხოვრებით კმაყოფილი მამა, თუმცა ამ მომენტს ის სამუდამოდ დაიხსომებს...
ცოლისთვის არაფერი მიუნიშნებია და არც იქ, სალაროსთან გამომცნაურებია, არც დაენახა. ამბობს, რომ უნდოდა, კიდევ დამტკბარიყო მისით, უცხო თვალით.
ჰიულეტი წერს, რომ როდესაც კიდევ ერთხელ გააცნობიერა, რა საუნჯე ერგო მას, გაჭითლდა კიდეც. "კარგია, რომ ვერ შენიშნა, როგორი თვალებით უყურებდა მას რიგში ჩამდგარი აღელვებული მამაკაცი", - იუმორით აღწერს თავის მაშინდელ მდგომარეობას ავტორი...
ერთი შეხედვით, მოღალატე ქმრის წერილი უნდა წაგვეკითხა, თუმცა ეს საკუთარი ცოლისადმი სიყვარულის ნამდვილი ოდა აღმოჩნდა.