ისინი არაერთმა თაობამ გამოსცადა და სცადეთ თქვენ გაცივების დროს წამლების ყლაპვას და ქიმიური პრეპარატების მიღებას ხალხური მეთოდებით მკურნალობა და ჯანსაღი საკვების მიღება ჯობია. არსებობს წვნიანები, რომლებიც სწრაფად გამოგაჯანმრთელებენ, ისინი არაერთმა თაობამ გამოსცადა და სცადეთ თქვენ.
სტაფილოსა და ნიახურის წვნიანი
სუპის ინგრედიენტები გამოჯანმრთელებაშიც დაგეხმარებიან, ტემპერატურასაც დაგიწევენ და ორგანიზმიდან წიდებსაც გამოდევნიან. ხოლო სანამ ავადმყოფობა შემოგიტევთ და გრძნობთ, რომ ცივდებით, მალევე მოამზადეთ ეს კერძი.
დაგჭირდებათ: 1,5 წყალი. 1 ცალი სტაფილო, 1/2 ნიახურის ფესვი, 1/2 გახეხილი ჯანჯაფილი (ან საშუალო ზომის ჯანჯაფილის ფესვი), მარილი - გემოვნებით.
მომზადება: ქვაბში წყალი აადუღეთ. სტაფილო და ნიახური პატარა კუბებად დაჭერით. ჩაყარეთ ბოსტნეული ადუღებულ წყალში, დაუმატეთ ჯანჯაფილი. მოხარშეთ ბოსტნეულის დარბილებამდე. დააბლენდერეთ თხელი პიურეს მასამდე.
სუპის ჭამა დღის განმავლობაში შეგიძლიათ. თუ გრძნობთ, რომ გამოჯანმრთელებისკენ მიდიხართ, ნოყიერებისთვის წვნიანში შეგიძლიათ ბრინჯი ან შვრიის ფანტელი ("ჰერკულესი") დაამატოთ.
კვერცხისა და ნივრის წვნიანი
ეს წვნიანი ჩვეულებრივ მოთუშულ ხორცთან, გახუხულ პურთან და მდნარ ყველთან ერთად მიაქვთ სუფრაზე. გაცივების დროს მხოლოდ წვნიანი მიირთვით, რათა ენერგია სწრაფად აღიდგინოთ.
კერძის ძირითადი ინგრედიენტი ბეგქონდარაა. მის ნაყენს გაცივებისა და ყელის ტკივილის დრო მიირთმევენ. აქვს ანტიბაქტერიული თვისება და ბრონქებში ლორწოს წარმოქმნას უშლის ხელს.
დაჭრიდებათ: 1 კბილი ნიორი, 1/2 ხახვი, ზეთი, 200 გრამი გოგრა, 1/4 თავი კომბოსტო, 1 ლიტრი ბოსტნეულის ბულიონი, 1 კვერცხი, ბეგქონდარას რამდენიმე ღერი, მარილი - გემოვნებით.
მომზადება: ტაფაზე ზეთი გააცხელეთ და მასში მსუბუქად მობრაწეთ წვრილად დაკეპილი ნიორი და ხახვი. გოგრა კუბებად დაჭერით კომბოსტო - წვრილად. ბოსტნეული ქვაბში მოათავსეთ, ბულიონი დაასხით და მოხარშეთ. წვნიანში დაუმატეთ ბეგქონდარას რამდენიმე ღერი, ან 1/2 ჩაის კოვზი დაფქვილი სუნელი. ქვაბშივე დაუმატთ მოთუშუული ხახვი და ნიორი. კვერცხი ათქვიფეთ, გახსენით მასში ბულიონის რამდენიმე კოვზი და ფრთხილად, მუდმივი მორევით, დაუმატეთ ქვაბში. როცა გამომჯობინდებით, სუპთან ერთად შეგიძლიათ გახუხული პური და მდნარი ყველი მიირთვათ.
ხახვის წვნიანი
კლასიკური ფრანგული სუპია. იგი სწრაფად შეებრძოლება გაცივებას და მალევე დაგაყენებთ ფეხზე. აგრეთვე ორგანიზმიდან გამოაქვს ზედმეტი ლორწო, აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლასა და ებრძვის ვირუსებსა და ბაქტერიებს.
დაგჭირდებათ: 2 თავი ხახვი, ზეთი, 1,5 წყალი, მარილი - გემოვნებით.
მომზადება: ზეთი ტაფაზე გააცხელეთ და მასში დაჭრილი ხახვი და მსუბუქად მობრაწეთ. მოაყარეთ მარილი. ხახვი გადაიტანეთ ქვაბში, დაასხით წყალი და მოხარშეთ ხახვის დარბილებამდე და წვნიანის გასქელებამდე.
ხახვის სუპი ცხელი მიირთვით. ვერ დაგპირდებით, რომ გემრიელია, სამაგიეროდ გამოჯანმრთელობაში ხელისშეწყობა ნამდვილად შეუძლია.