მას ალბათ ყველა დედა გაუგებს ამ ბოლო პერიოდში მედიცინამ უზარმაზარი ნაბიჯი გადადგა წინ. კაცობრიობამ ისწავლა უამრავ საშიშ დაავადებასთან ბრძოლა, ხოლო თანამედროვე ქირურგიამ - საოცრებების მოხდენა. მიუხედავად ამისა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ არ ვაკონტროლოთ საკუთარ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული მოვლენები. ექიმიც ხომ ჩვეულებრივი ადამიანია, რომელმაც შეიძლება დაუშვას შეცდომა. ჩვენი ამბის გმირმა ეჭვი შეიტანა ექიმის დიაგნოზში.
ინგლისელი ამანდა დევისი მოსიყვარულე და მზრუნველი დედაა. არანაირი ცვლილება ბავშვების ჯანმრთელობასთან დაკავშირებით არ გამოეპარება მხედველობიდან.
ერთხელ შეამჩნია, რომ მის 2 წლის გოგონას რაღაც აწუხებდა. ნაკლებად მოძრავი გახდა და თავის ტკივილები დაეწყო. დედამ ბავშვი პოლიკლინიკაში წაიყვანა.
გასინჯვის დროს პედიატრმა განსაკუთრებული ვერაფერი აღმოაჩინა. უთხრა, რომ ბავშვს შემაერთებელი ქსოვილის დისპლაზია ჰქონდა. სამედიცინო ტერმინოლოგიით - სახსრების ჰიპერმობილობის სინდრომი. ისიც აუხსნა, რომ ეს არის თანდაყოლილი დაავადება, რომელიც მემკვიდრეობით გადაეცემა. დიაგნოზის მოსმენის შემდეგ ამანდა სკეპტიკურად განეწყო.
სახსრების ჰიპერმობილობა გოგონას ნაკლები მოძრაობით აიხსნებოდა, მაგრამ გაუგებარი იყო, რატომ სტკიოდა ბავშვს თავი.
მკურნალი ექიმი დარწმუნებული იყო მის მიერ დასმულ დიაგნოზში და დამატებითი ანალიზების დანიშვნის აუცილებლობას ვერ ხედავდა. ამიტომ ამანდამ სხვა ხერხს მიმართა, რათა შვილისთვის დამატებითი ანალიზები გაეკეთებინათ. სახლში დაბრუნების შემდეგ სასაწრაფო დახმარება გამოიძახა და უთხრა, რომ ბავშვი დაეცა და ძლიერად დაარტყა თავი იატაკზე, რის შემდეგაც რამდენიმეჯერ აღებინა. სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ბავშვი საავადმყოფოში გადაიყვანა. დედის მონათხრობის შემდეგ ექიმებმა გადაწყვიტეს, ტომოგრაფია გადაეღოთ. რა თქმა უნდა, არავითარი ტრავმა ბავშვს არ აღმოაჩნდა, თუმცა ტომოგრამამ სხვა რაღაც აჩვენა...
ბავშვს დაუდგინდა თავის ტვინის სიმსივნე! ცოტაც და ჩარევას აზრი აღარ ექნებოდა... დედის დაკვირვების წყალობით ბავშვს კიდევ ჰქონდა გადარჩენის შანსი.
4 დღის შემდეგ ოპერაცია ჩაუტარდა და სიმსივნე ამოკვეთეს. საბედნიეროდ, ჩარევა დროულად მოხდა და ახლა ბავშვის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.
ასე გადაარჩინა დედის დაკვირვებულობამ შვილის სიცოცხლე.
რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ექიმის ყოველ დიაგნოზს სკეპტიკურად შევხვდეთ და შემდეგ ექიმები მოვატყუოთ. უბრალოდ თვალ-ყური უნდა ვადევნოთ შვილებისა და ახლობლების ჯანმრთელობის მდგომარეობას და არსებობს კიდევ ერთი უტყუარი ნიშანი - დედის ინტუიცია, რომელსაც უნდა მოვუსმინოთ ხოლმე.