გაავრცელეთ ეს ფოტოები, გაუზიარეთ მეგობრებს და ერთად გადავდგათ ქმედითი ნაბიჯები ასაფეთქებლების გარშემო დაწყებული ალიაქოთი კვლავაც ძალაშია. წარსულის ბევრ შემთხვევას დეკემბრის დასაწყისიდან კიდევ ბევრი შეემატა და არც ერთ უწყებაში არავითარი შედეგი არ მოჰყოლია ამას - არც მაღაზიებს უთქვამთ უარი მათ გაყიდვაზე (თუნდაც ბავშვებისთვის მიყიდვაზე), არც საკანონმდებლო ორგანოში დაძრულა ეს თემა ერთი ნაბიჯით მაინც და არც იმ მშობლებს გაუმძაფრებიათ ყურადღება, ვისი შვილებიც თავისუფლად ყიდულობენ პეტარდებს და ეზოსა და ქუჩებში "ერთობიან".
ჩვენ ვეცდებით, ჩვენი ძალებით ვიბრძოლოთ ამის წინააღმდეგ. ამ სლოგან-ფოტოებზე მოკლედ და კონკრეტულად არის ყველაფერი ის, რაც შეიძლება თქვა ამაზე. გაავრცელეთ ეს ფოტოები, გაუზიარეთ მეგობრებს და ერთად გადავდგათ ქმედითი ნაბიჯები - გავლენა მოვახდინოთ ამ ადამიანებზე მორალურად მაინც, თუ სამართლებრივად არაფერი არ ხდება.
ეს ბავშვები და უფროსები სწორედ ასაფეთქებლების მსხვერპლნი არიან.
არა ასაფეთქებლებს!
ასევე შეგიძლიათ ხელი მოაწეროთ პეტიციას ასაფეთქებლების აკრძალვის შესახებ, რათა უფრო შედეგიანი იყოს ეს ბრძოლა.