ეს ყველა ქალმა უნდა იცოდეს პირველი წესი: 40 წელს გადაცილებულმა ყველა ქალმა წელიწადში ერთხელ (ზოგმა ორჯერაც) უნდა გაიკეთოს მამოგრაფია
თუ გყავთ დედა, და ან შვილი, რომელიც მკერდის კიბოთი იყო დაავადებული, ავტომატურად, თავადაც რისკის ქვეშ ხართ. სასურველია, 40 წელს არ დაელოდოთ და მამოგრაფია უფრო ადრე გაიკეთოთ.
მეორე წესი: საშვილოსნოს კიბო ვითარდება პაპილომა ვირუსის არსებობის შემთხვევაში
საშვილოსნოს გამოკვლევის შემდეგ, თუ ქალს არანაირი ცვლილება არ აღენიშნება, იგი 3-5 წლით თავისუფალია. ხოლო თუ გამოკვლევაზე ცვლილებები აღინიშნება, კეთდება საშვილოსნოს ციტოლოგიური ტესტი.
ზოგადად, საშვილოსნოს კიბო ძალიან ნელა, დაახლოებით 5-10 წლის განმავლობაში, ვითარდება ამიტომ სკრინინგი სამ წელიწადში ერთხელ უნდა ჩატარდეს.
ზოგიერთ ქვეყანაში საშვილოსნოს გამოკვლევას 21 წლიდან იწყებენ, სხვაგან უფრო გვიან. ონკოლოგები ოპტიმალურ ასაკს ასახელებენ - 25-30 წლიდან. განაგრძეთ კითხვა