რა ურჩია ფსიქოლოგმა ქალს, რომელსაც განქორწინება სურდა - მინდა გავშორდე ჩემს ქმარს, - თქვა მან, - და მინდა რაც შეიძლება ძლიერად ვატკინო გული.
- ასეთ შემთხვევაში, - ურჩია მას ფსიქოლოგმა, - ხშირად უთხარით მას თბილი სიტყვები, ხშირად მოეფერეთ. როდესაც ის იგრძნობს, რომ თქვენ მისთვის ძალიან საჭირო ხართ, გადაწყვეტს, რომ თქვენ ის გიყვართ, - სწორედ მაშინ შესთავაზეთ განქორწინება. ამგვარად თქვენ მას ძალიან ატკენთ გულს.
რამდენიმე თვის შემდეგ ქალბატონი დაბრუნდა და შეატყობინა ფსიქოლოგს, რომ ყველა მისი რჩევა გაითვალისწინა.
- მშვენიერია! - უპასუხა ფსიქოლოგმა. - დროა განქორწინების დოკუმენტს მოაწეროთ ხელი!
- რა განქორწინება?! - აღშფოთებით უპასუხა ქაბატონმა. - არასდროს! მე ის თავდავიწყებით მიყვარს.
ჰარი ჩეპმენი - "გზა ბედნიერი ქორწინებისკენ"