"დაუწიე ტელევიზორს, ტელეფონს მოშორდი და ყურადღებით მოუსმინე" 1. რასაც გეუბნება, ყველაფერი მნიშვნელოვანია. დიახ, ფეხბურთზეც და ფილმზეც მნიშვნელოვანი. ამიტომ დაუწიე ტელევიზორს, ტელეფონს მოშორდი და ყურადღებით მოუსმინე.
2. თქვენი ქალიშვილი ყველაზე ლამაზია. იცით ხომ? ეს მასაც უთხარით დღეში 100-ჯერ
3. ნუ დაივიწყებთ, რომ მამა ხართ და არა დედა. ნუ ეცდებით დედის მაგივრობა გასწიოთ, უბრალოდ, მამა იყავით
4. ხმას არ აუწიო, თუ არ გინდა, რომ მომავალი "სტერვა" გაზარდო. თუ ხმამაღლა მოგივიდა თქმა, ბოდიში მოუხადე
5. ყველა გოგონა პრინცესაა. ამიტომ ისე მოექეცით, როგორც ნამდვილ პრონცესას.
6. ჩახუტება აუცილებელია. ქალიშვილი ჯერ პატარაა და ასეთად დარჩება, თუნდაც 30-ს გადააბიჯოს. ამ ჩახუტებებს სწორედ იმ დროს აგინაზღაურებთ, როცა ყველაზე მეტად დაგჭირდება
7. უნდა, რომ მანქანის კეთებაში დაგეხმაროს? ან თოვლი გადახვეტოს შენთან ერთად? ძალიან კარგი, ათხოვე ქანჩიც და სახრახნისიც, ნიჩაბიც და პატარა ჩაქუჩიც. მასზე გულიან დამხმარეს სად იპპოვი?
8. დააწესეთ რაიმე ტრადიცია, რაც მხოლოდ თქვენ ორს გეცოდინებათ. კარის ჩაკეტვა დღის ბოლოს, თმის დავარცხნა ბანაობის შემდეგ, წიგნის წაკითხვა...
9. ყოველთვის დაიცავით და მისი მხარე დაიკავეთ. რაც არ უნდა დააშაოს, პასუხი მერე მოსთხოვეთ. ტავიდან, სანამ დანაშაული ახალი გამოვლენილია და დედა ბრაზობს, დაიცავით.
10. სახლში სულ არეულობაა? უთხარით, რომ პრინცესა ჯერ კონკია იყო და დალაგება დაავალეთ.
11. ყველა გოგონას აქვს მამასთან გასეირნების უფლება. ეს არ დაგავიწყდეთ.
12. მამა შეცდომას არ უშვებს, ოროვე ცდებიან. "ჩვენ" ძალიან მნიშვნელოვანი განზომილებაა
13. გახსოვდეს, რომ გოგონებისთვის უმიზეზო ტირილი ჩველეუბრივი რამაა. განა რამე ხდება? ისე ტირის, უბრალოდ...
14. მოუყევით საკუთარი ზღაპრები, სადაც თქვენი გამოგონილი პერსონაჟები უცნაურ თავგადასავლებს ახდენენ. ეს სიუჟეტები მას მთელი ცხოვრება ემახსოვრება
15. გოგონებიც, ჩხუბობენ, დარბიან, ამსხვრევენ და მუხლებსაც იყვლეფენ
16. ხშირად შეაქეთ, თუნდაც რაიმე არ გამოსდიოდეს. თუ ცდილობს, უკვე ქების ღირსია.
17. ჩიცვას ის მწვანე პონებიანი კაბა თუ ასე ძალიან უნდა... მერე რა, თუ სეზონს არ პასუხობს
18. მოემსახურეთ პრონცესას - დაეხმარეთ თმის სამაგრების მოხსნაში, ფეხსაცმელების ან ღილების შეკვრაში.
19. შეუნახეთ ყველა საიდუმლო. შეიძლება თვითონ უკვე "მოსდო" ნახევარ სამყაროს, მაგრამ თქვენ მაინც ნუ "უღალატებთ".
20. თქვენ ყვავილებს მხოლოდ მეუღლეს აღარ ჩუქნით. ცოლის დაბადების დღეც რომ იყოს, მაინც ორი თაიგული უნდა იყიდოთ.