ბავშვი ამ წმინდანის მფარველობის ქვეშ ექცევა და შეიძლება, სახელის დარქმევისასაც გაითვალისწინონ ეს ფაქტორი ბავშვის გაჩენამდე და გაჩენისას მშობლები ხშირად ცდილობენ გაითვალისწინონ იმ წმინდანის ხსენების დღე, რომელსაც შეიძლება დაემთხვას პატარის დაბადება - ასე ბავშვი ამ წმინდანის მფარველობის ქვეშ ექცევა და შეიძლება, სახელის დარქმევისასაც გაითვალისწინონ ეს ფაქტორი. ამჯერად გთავაზობთ იმ რამდენიმე წმინდანის სახელებსა და მათი ხსენების რიცხვებს, რომლებიც იანვარს უკავშირდება.
1 იანვარი: ღირსი მამა გიორგი მწერალი და ძმა მისი საბა
2 იანვარი: მღვდელმოწამე ეგნატე ღმერთშემოსილი, დანიელი სერბელი მთავარეპისკოპოსი, მართალი იოანე კრონშტადტელი
3 იანვარი: მაკარი მმარხველი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ანტონ II
4 იანვარი: დიდმოწამე ანასტასია
5 იანვარი: ღირსი პავლე
6 იანვარი: ღირსი მოწამე ევგენია, ღირსი ნიკოლოზი
7 იანვარი: ქრისტეშობა
8 იანვარი: მღვდელმოწამე ექვთიმე, ღირსი კონსტანტინე სინადელი
9 იანვარი: ღირსი სტეფანე ხირსელი, პირველმოწამე სტეფანე მთავარდიაკონი, ღირსი თეოდორე აღმსარებელი
10 იანვარი: მოწამე დოროთე, პეტრე, ექვთიმე, აგათია
11 იანვარი: მართალი იოსებ დამწინდველი, დავით მეფე, იაკობი ძმაა უფლისა, ღირსი თადეოზ აღმსარებელი
12 იანვარი: მოწამე ანისია, ღირსი თეოდორა კესარიელი
13 იანვარი: ქრისტეშობის დღესასწაულის წარგზავნა, ღირსი დედა საბიანა, ღირსი მელანია
14 იანვარი: წინადაცვეთა უფლისა ჩვენისა იესუ ქრისტესი, წმ. ბასილი დიდი, წმ. ემილია
15 იანვარი: სერაფიმ საროველი
16 იანვარი: ექვთიმე ღვთისკაცი (თაყაიშვილი)
17 იანვარი: ღირ. შიომღვიმელ მოღვაწენი ევაგრე, ილია დიაკონი, იაკობ, მარკოზ და ლუკა მახარებელნი, სვიმეონი, ანანია, სტეფანე პირველმოწამე, ღირსმოწამე ზოსიმე
18 იანვარი: წინასწარმეტყველი მიქეა, ღირსი აპოლინარია, ღირსი გრიგოლ აკრიტელი
19 იანვარი: ნათლისღება
20 იანვარი: კრება წმიდისა დიდებულისა წინასწარმეტყველისა, წინამორბედისა და ნათლისმცემელისა იოანესი
21 იანვარი: მოწ. აბო ტფილელი, ღირსი გიორგი ქოზიბელი და ემელიანე აღმსარებელი, მოწამენი ივლიანე, ანტონი, ანასტასი, მოწ. დედა ბასილისა და მარიონილა, ღირსი ილია ეგვიპტელი, ღირსი გრიგოლი პეჩორელი
22 იანვარი: წმ. პეტრე, წმ. ფილიპე
23 იანვარი: წმ. გრიგოლი, ნოსელი ეპისკოპოსი, ღირსი მარკიანე ხუცი, თეოფანე დაყუდებული
24 იანვარი: ღირსი თეოდოსი დიდი
25 იანვარი: მოწამე ტატიანა, მოწამე პეტრე აბესალომიელი, წმ. საბა
26 იანვარი: მოწ. ერმილე, მოწ. პეტრე, ღირსი იაკობი
27 იანვარი: წმიდა მოციქულთა სწორი, ქართველთა განმანათლებელი ნინო, ღირსი მამანი ესაია, საბა, მოსე, იერემია, პავლე, ადამი, სერგი, ღირსი იოსებ, ღირსი სტეფანე
28 იანვარი: სალომე უჯარმელი, ღირსი პავლე თებელი, იოანე გლახაკი, ღირსი გაბრიელი
29 იანვარი: თაყვანისცემა პატიოსანთა ჯაჭვთა წმიდისა და ყოვლადქებულისა მოციქულისა პეტრესი
30 იანვარი: ღირსი ანტონ დიდი
31 იანვარი: მიცვალება ქართველთა კეთილმორწმუნე მეფისა თამარისა, ღირსი ეფრემ მცირე, ღირსი ალექსი მღვდელმონაზონი, ღირსი მარკიანე კერკირელი