"მე ამ წიგნის ნაწილს გავეცანი, რადგანაც ჯერჯერობით არ არის ხელმისაწვდომი საზოგადოებისთვის რომ გადაავლოს თვალი" განათლების სამინისტროს მიერ სკოლებში შემოთავაზებული ახალი საგანი-"მე და საზოგადოება" ფართო საზოგადოების განხილვის თემად იქცა. ამაზე საუბრობს ერიც და ბერიც, დიდიც და პატარაც... ჩინოსანიც და უჩინოც.. მაგრამ საბოლოო ჯამში საფუძვლიანი, სწორი განმარტება ვერავისგან მივიღეთ. საზოგადოებაში აზრთა სხვადასხავობაა, ზოგი ამბობს, არაფერია, ზოგიც გულზე მჯიღს იკრავს და ამას საჯაროდაც აპროტესტებს... უფრო მეტი ნათელი რომ მოვფინოთ საზოგადოებას შევეცადეთ სწორი აზრი ეკლესიის წიაღში გაგვეგო. გვესაუბრება ბათუმის წმინდა ბარბარეს სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი შიო პაიჭაძე:
- მე ამ წიგნის ნაწილს გავეცანი, რადგანაც ჯერჯერობით არ არის ხელმისაწვდომი საზოგადოებისთვის რომ გადაავლოს თვალი, თუ რა უნდა ისწავლონ ჩვენმა შვილებმა მომავალში, რატომ არის ეს ასე გასაიდუმლოებული? რა თქმა უნდა ჩვენი საზოგადოება ზნეობრივ პრინციპებს იცავენ და ცდილობენ დაიცვან შვილები და ამ წიგნის გასაჯაროვება ერთგვარ აჟიოტაჟს გამოიწვევს: მთვარია არ იყოს ბუნტი...აი, ამ პრინციპით ცდილობენ მართონ თანამედროვე განათლების სისტემა...
შევუდგეთ ამ წიგნის ერთგვარ განხილვას და თავად მკითხველმა განსაჯოს.
ქვემოთ დოკუმენტურად გთავაზობთ ამ განზრახვის მაგალითებს.
– მამათმავლობისა და სქესთა აღრევის შესახებ:
მასწავლებლების გადამზადებისა და სერთიფიცირებისთვის შექმნილ სახელმძღვანელოებში, რომლებიც დაწერილია უცხოელი ავტორების მიერ, ევროკავშირისა და UშAID-ის პატრონაჟით, შავით თეთრზე წერია შემდეგი:
• "ვისაუბროთ სექსზე!
გაიგე, პიტერი გეი ყოფილა?
აღმოარჩიეთ რამდენიმე ადამიანი, რომლებიც თავისუფლად საუბრობენ თავიანთ სექსუალობაზე, ჰეტეროსექსუალიზმის, ჰომოსექსუალიზმის, ბისექსუალიზმისა და ტრანსსექსუალი ქალებისა და მამაკაცების ჩათვლით." (გვ. 186)
• "რჩევები ხელმძღვანელებს
როგორია ჰომოსექსუალების სქესობრივი ურთიერთობა?
გონებრივი შტურმი, რომელიც ეძღვნება იმ ცნობილ ადამიანებს, ვინც ღიად საუბრობენ
საკუთარ სექსუალობაზე." (გვ. 188)
• "მოქმედებაზე გადასვლა
დაუკავშირდით თქვენს ქვეყანაში არსებულ ჰომოსექსუალისტების ან ლესბოსელების საზოგადოებას. მათ შესახებ ინფორმაციის მოპოვება მოქმედებაზე გადასვლის ერთ-ერთი გზაა. მოიწვიეთ მათი წარმომადგენელი ჯგუფთან სასაუბროდ, რათა გაარკვიოთ, რომელი საკითხები და უფლებებია ყველაზე მწვავე თქვენ ქვეყანაში." (გვ. 189)
(,,კომპასი" (სახელმძღვანელო ადამიანის უფლებათა განათლების სფეროში ახალგაზრდების მონაწილეობით) რედაქტორები: პატრიცია ბრანდერი, ელლი კინი, მარი-ლორ ლემინერი)
• "იყო და არა იყო რა…
ნახე, რა ხდება, როდესაც ცნობილი ზღაპრის პერსონაჟებს სქესს შეუცვლი.
თემები – დემოკრატია, დისკრიმინაცია, გენდერული თანასწორობა.
სირთულის დონე – მეორე დონე.
ასაკი – 7-13 წელი.
ხანგრძლივობა – 40 წუთი.
ჯგუფის სიდიდე – 8-15 ბავშვი.
სავარჯიშოების ტიპი – ამბის თხრობა, დისკუსია.
სავარჯიშოს აღწერა – ცნობილი ზღაპრის მოყოლა, რომელშიც პერსონაჟებს სქესი აქვთ შეცვლილი, რასაც გენდერულ სტერეოტიპებზე დისკუსია მოჰყვება." (გვ. 112)