მარტივად მოსამზადებელი და ლამაზი კერძი საჭირო მასალა:
2 კვერცხი;
100 გრ. შაქარი;
1 შეკვრა ვანილი;
50 გრ. რბილი კარაქი;
ლიმონის ცედრა (დახეხილი კანი) სურვილისამებრ;
1 სავსე ჩაის კოვზი გამაფხვიერებელი;
1,5 ჭიქა ფქვილი;
დაახლოებით 10 ცალი ვაშლი.
მომზადების წესი:
კვერცხი, შაქარი, ვანილი და რბილი კარაქი გავთქვიფოთ კარგად. შემდეგ დავამატოთ ლიმონის ცედრა, გამაფხვიერებელი და ფქვილი.
ვაშლებს მოვაჭრათ თავები, ფრთხილად ამოვჭრათ გულები და ჩავდოთ ცომის მასა შუამდე (ისე, რომ არ ავავსოთ).
მზა ვაშლები დავაწყოთ საცხობ ფირფიტაზე და გამოვაცხოთ ღუმელში 175 გრადუსზე.