”დააშანტაჟეთ და შეაშინეთ, ვინც შეგიშინებიათ!” "მე ინგა გრიგოლია ვარ, შვილი, დედა, მეგობარი. მყავს არაჩვეულებრივი შეყვარებული, მაქვს სექსი და ასეც ვაპირებ გავაგრძელო ჩემი ცხოვრება" - ასე გამოეხმაურა ტელეწამყვანი ტელეკომპანია "პირველის" ეთერში იმ მუქარას, რომლის მიხედვითაც უახლოეს მომავალში ინტერნეტსივრცეში მისი პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები გავრცელდება:
"გამარჯობა, ჩემო მეგობრებო და მაყურებელო. ვინც იცით და ჯერ კიდევ არ იცით, დღეს კიდევ ერთი ფარული ვიდეო გავრცელდა, რომელშიც სხვებთან ერთად, პირადი კადრების გასაჯაროვებით მეც დამემუქრნენ, თუ ქვეყანას არ დავტოვებ. მოგესალმებით ყველას, ვინც ბოლო ორ ათეულ წელზე მეტია მიყურებთ და მისმენთ, მიუხედავად იმისა, მოგწონთ თუ არა ის, რასაც ამდენი წელია ვაკეთებ. მოგესალმებით თქვენც, ვისაც ასე ძალიან გინდათ, რომ მე ახლა აქ არ ვიჯდე. მოგესალმები შენ, ვისაც ასე ძალიან გინდა, რომ შანტაჟის შიშით ქვეყანა დავტოვო და ჩემს საქმეზე უარი ვთქვა. ქალი, შვილი, დედა, და, მეგობარი, მყავს არაჩვეულებრივი შეყვარებული, მაქვს სექსი და ასეც ვაპირებ გავაგრძელო ჩემი ცხოვრება. ხოლო თქვენ კი, ვინც ჩემი პირადი ცხოვრების გასაჯაროებით მემუქრებით და მოითხოვთ, რომ ქვეყანა დავტოვო, პირობას გაძლევთ, თავს შევაკლავ ჩემი და სხვა ადამიანების უფლებების დაცვას და ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ციხეში, მრავალი წლით აღმოჩნდეთ ამ კადრების გადამღებიც და განმახორციელებელიც. წლების წინ მე შვილის მოკვლის მუქარამ ვერ გამაჩერა და ვერ გამაჩუმა და ეს გამოუძიებელი საქმე დღემდე გამოუძიებელი დევს სოდში, თუმცა არასოდეს ამაზე პირდაპირ ეთერში არ მისაუბრია. ეხლა კი გადავწყვიტე სწორედ პირდაპირ ეთერში ღიად გავხსნა თემა და პირობა დავდო, რომ ბოლომდე ჩავყვები ჩვენი უფლებების დაცვას და ვერანაირი შანტაჟით ვერ გამაჩუმებთ. მე იმ თაობის ჟურნალისტი ვარ, რომელი თაობაც ამ სახელმწიფოსთან ერთად, ამ პლიოტიკოსებთან ერთად გაიზარდა...
მე იმ თაობის ჟურნალისტი ვარ, ვინც დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ მოჰყვება ამ სახელმწიფოს... მე და ჩემი კოლეგები, იმ თაობის ჟურნალისტები ვართ, რომელსაც ყველაფერი ნანახი გვაქვს... თუმცა აღმოჩნდა, რომ ის რაც ვნახეთ ჩვენი თვალით, ის პროცესები, რაც ჩვენ გავაშუქრეთ ჟურნალი ყოფილა... თურმე 2016 წლის 14 მარტი წინ ყოფილა... დღეს 2016 წლის 14 მარტია... ალბათ ყველაზე კოშმარულ სიზმარშიც ვერ წარმოვიდგენდი, რომ დღევანდელი დილა მუქარით გათენდებოდა... ვერ წარმოვიდგენდი, რომ ამ მუქარის შესახებ არც მეტი არ ნაკლები, ჩემი შვილისგან გავიგებდი... ჩემი შვილისგან, რომელიც ამ სახელწიფოსთან, ჩვენთან ერთად გაიზარდა.. შენ თუ თქვენ, ვისაც ასე ძალიან გინდა და გინდათ, რომ მე ახლა ამ ეთერში არ ვიჯდე, ქვეყნიდან წავიდე, გაგიკვირდებათ და არ ვაპირებ ჩირგვებში ჯდომას და ნერვიულობას ამ თემაზე... სხვისი არ ვიცი, მაგრამ მე მსგავსი შანტაჟის და მუქარის არ მეშინია და არც გაჩუმებას ვაპირებ და უფრო მეტად მოვედი ბრძოლის ხასიათზე... არსად წასვლას არ ვაპირებ! დააშანტაჟეთ და შეაშინეთ, ვინც შეგიშინებიათ!!!!!!!! მე ღიად ვხსნი ამ თემას... განაგრძეთ კითხვა