ასტროლოგიური დახასიათებების მიხედვით ჩვენ დამოკიდებულებაც შეგვიძლია განვსაზღვროთ ასტროლოგიური დახასიათებების მიხედვით ჩვენ არამხოლოდ ადამიანის ხასიათი, არამედ მისი დამოკიდებულებაც შეგვიძლია განვსაზღვროთ შვილების მიმართ. დღეს გვინდა იმ სამ ზოდიაქოს ნიშანზე გესაუბროთ, რომელთა შორისაც ყველაზე მეგობრული და მხიარული დედები გვხვდებიან.
ტყუპი - ინფანტილური და გაორებული ბუნების გამო, ტყუპი დედობას და მშობლის
ტვირთს იშვიათად აღიქვამენ ზედმეტი სერიოზულობით. ამასთან ერთად, ისინი საკუთარ შვილებში თავისებურ გასართობს ხედავენ, რაც უადვილებთ მათ ბავშვებთან კომუნიკაციას. დედა ტყუპი სიამოვნებით გაერთობა შვილთან ერთად სხვადასხვა თამაშობით და ამით თავადაც უდიდეს სიამოვნებას მიიღებს.
მშვილდოსანი - მისი სახლი ცირკს უფრო წააგავს, ვიდრე სოლიდური ოჯახის დედის სამყოფელს. დედა მშვილდოსანი მხიარული, ოპტიმისტი და ლოიალურია.