ზედმეტად ნუ გაგიტაცებთ ხველების, სურდოსა და გაცივების სხვა ნიშნებს ხშირად ინჰალაციით მკურნალობენ. ინჰალატორი ბევრ მშობელს შინაც აქვს და სახლის პირობებში უტარებს ბავშვს პროცედურას. ინჰალაცია ფილტვებსა და ბრონქებს სასარგებლო ნივთიერებებს სწრაფად აწვდის და გამოჯანმრთელებაც სწრაფად მიმდინარეობს. თუმცა, ასეთი ფიზიოთერაპიული პროცედურა ყველასთვის სასარგებლო არაა. ზოგჯერ, ყველაზე გამოცდილ დედებსაც უჩნდებათ კითხვა: ღირს კი ინჰალაციის გამოყენება ოჯახის ყველა წევრისთვის?
ინჰალაციის დადებითი თვისებებიდან ყველაზე მნიშვნელოვანი უნდა გამოვყოთ: მოზრდილისა და პატარისთვის სასუნთქი გზების დატენიანება;
ლორწოს გათხიერება, რაც მის ადვილად გამოდევნას იწვევს;
საზმისა და შეშუპების მარტივი მოხსნა;
გამოკვეთილი ანტიბაქტერიული ზემოქმედება.
არსებობს რამდენიმე სახეობის ინჰალაცია: ორთქლის, ნებულაიზერი, კომპრესორული და კომბინირებული ინჰალატორები.
ორთქლის ინჰალატორის სიკეთე
ეს ყველაზე ხელმისაწვდომი და მარტივი მეთოდია. იგი ათბობს და ატენიანებს ლორწოვან გარსს. ჩვენი ბებიები შვილებს წინ უდგამდნენ სასარგებლო ბალახების ნახარშით სავსე ქვაბს და ასუნთქებდნენ. თანამდეროვე ორთქლის ინჰალატორებში რეგულირდება ტეპერატურა, მოჰყვება ნიღაბი, რაც სუნთქვით მურნალობას უფრო მოსახერხებელსა და უსაფრთხოს ხდის.
საშიშროება: თუ შეშუპებისადმი გაქვთ მიდრეკილება, ორთქლის ინჰალაციამ შეიძლება გაამწვავოს სიტუაცია. ხოლო ჩირქიანი პროცესების დროს შეიძლება მდგომარეობის გაუარესება მიიღოთ.
ნებულაიზერი
არ საჭიროებს ცხელ ორთქლს, ექიმის რჩევით, შეგიძლიათ ცვალოთ მისი სიხშირე. უვნებელია, როგორც მოზრდილებისთვის, ასევე პატარებისთვის. გამოიყენება თითქმის ყველა სასუნთქი დაავადების სამკურნალოდ. არ იწვევს შეშუპებას, დაავადების გამწვავებას.
საშიშროება: სპეციალისტის კონსულტაციის გარეშე ნებულაიზერის გამოყენებას არ გირჩევთ. ნებულაიზერით მკურნალობისას გამოიყენება სხვადასხვა პრეპარატი, თუმცა ყოველი გაციებისა და ხველის დროს საჭირო პრეპარატს ექიმის გარეშე ვერ შეარჩევთ. არასწორად შერჩეულმა პრეპარატმა კი შეიძლება უკუშედეგი მოგცეთ.
გაითვალისწინეთ: ინჰალაციის აპარატის შინ ქონა იმას არ ნიშნავს, რომ ყოველ წამოხველებას თუ გაციებას ამით უნდა უმკურნალოთ. ინჰალაცია რეკომენდებულია, როცა საჭიროა მედიკამენტის უშუალო შეყვანა სასუნთქ გზებში. ამას კი უექიმოდ ვერ გადაწყვეტთ, ამიტომ ინჰალაცია ძალიან ნუ გაგიტაცებთ.