ყელი პირველი "ეგებება" ვირუსებს ყველაზე ხშირად პაციენტები თერაპევტსა და პედიატრს ყელის ტკივილის ჩივილით მიმართავენ. გასაკვირი არცაა, იგი პირველი გვამცნობს ვირუსული ინფექცისა და გაცივების შესახებ. ყელში არსებული ნუშისებრი ჯირკვალი პირველი ბარიერია რომელიც ორგანიზმს დაინფიცირებისგან იცავს.
გაზაფხულზე ავიტამინოზისა და მზის სხივების ნაკლებობის დროს ყელის ტკივილისგან არავინაა დაზღვეული, განსაკუთრებით, ბავშვები. თუ ყელის ტკივილმა შეგაწუხათ, აუცილებლად ეწვიეთ ექიმს, რათა გამოიკვლიოთ მიზეზები და სწორი მკურნალობა დაიწყოთ.
5 რჩევა დედებს, როგორ უნდა მოიქცეთ, ექიმთან მისვლამდე, თუ ბავშვს ყელი ასტკივდა?
1. ბავშვის აჭამეთ თბილი, პიურეს მაგვარი საკვები. მოერიდეთ მისთვის მარილიანი და ცხარე საკვების მიცემას.
2. ტემპერატურა ოთახში არ უნდა იყოს მშრალი, იზრუნეთ მის დატენიანებაზე. მშრალი ჰაერი კიდევ უფრო გაამძაფრებს ყელის ტკივილს.
3. ხშირად დაალევინეთ ბავშვს მისთვის საყვარელი წვენები, თბილი რძე, ჩირების კომპოტი, მოუდუღეთ მწვანე ჩაი.
4. თუ ბავშვს უკვე შეუძლია ყელის გამოვლება, მოუმზადეთ სოდის ნაყენი ან ბალახეულის - გვირილა, ევკალიპტი. ყელის გამოვლება სასურველია 2-3 საათში ერთხელ.
5. მკურნალობისას თაფლის გამოყენება ნებადართულია იმ შემთხვევაში, თუ ბავშვს მასზე ალერგია არა აქვს.
ამ მეთოდებში ახალი არაფერია, სამაგიეროდ, ამ "ბანალურობის" გამო დედებს მათი გამოყენება აღარც ახსენდებათ, ან ჰგონიათ, რომ არაფერს უშველის. სინამდვილეში მათ ზოგჯერ წამალზე უკეთესი ეფექტი და მდგომარეობის გამწვავებასაც დროპულად "ამუხრუჭებს". მტავარია, აე დაგეზაროთ და გამოიყენოთ ისინი.
გაფრთხილება! ყელის ტკივილი, ისევე როგორც ხველა, შეიძლება სერიოზული დაავადებების წინაპირობა იყოს, ყურადღებას ნუ მოადუნებთ. აუცილებლად მიიყვანეთ ბავშვი ექიმთან და ნუ ეცდებით მის თვითნებურად მკურნალობას.