ყველაზე სასარგებლო და უსარგებლო ფაფის დანამატები ბავშვისთვის რა უნდა დაუმატოთ საუზმედ მომზადებულ ფაფაში, რომ თქვენი შვილისთვის მაქსიმალურად სასარგებლო გახდეს. ფაფა საუკეთესო საკვებია დილის კვებისთვის. ამის შესახებ ჩვენმა ბებიებმაც იცოდნენ. რაც მთავარია, საუზმეზე ფაფის ჭამის სარგებლობას სამედიცინო მედიცინაც ადასტურებს.
თუმცა, ყველაზე საყვარელი ფაფაც კი შეიძლება მოსაბეზრებელი გახდეს. ამიტომ, ის სასარგებლო დანამატებით უნდა გაამრავალფეროვნოთ. ზოგიერთმა შეიძლება არ იცოდეს, რომელ ფაფას რომელი პროდუქტი უხდება და რომლის დამატებაა სასტიკად აკრძალულია. გავერკვეთ თანმიმდევრულად.
რა დავუმატოთ ფაფას?
შვრიის ფანტელის ფაფას ყველაზე მეტად უხდება: ბანანი, ვაშლი. მსხალი, ჟოლო, მარწყვი, დარიჩინისა და თაფლის ნაზავი. უმჯობესია, შვრიას მხოლოდ ერთი სახეობის ხილი დაუმატოთ.
ბრინჯის ფაფა გემრიელი და სასარგებლო გამოგივათ ჩირით, თაფლით, სტაფილოთი, ბარდით, ხორცითა და ზღვის პროდუქტებით.
სიმინდის ფაფას დაუმატეთ ყველი და ხაჭო. თუმცა, გაითვალისწინეთ, რომ ამგვარი შეხამება მხოლოდ 3 წლის შემდეგ შეგიძლიათ აჭამოთ ბავშვს.
წიწიბურის ფაფა კარგად ეხამება სტაფილოს, ხახვს, ჭარხალს. ხოლო, კვერცხსა და ხორცთან მას ნუ მოამზადებთ. რადგან ცხოველური ცილა ხელს უშლის რკინის ათვისებას, რომლითაც წიწიბურაა მდიდარი.
ფეტვის ფაფა ბავშვს მოუმზადეთ გოგრით, დარიჩინისა და თაფლის ნაზავით, შავი ქლიავითა და თხილით.
ქერის ფაფას აგემრიელებს მოთუშული ხორცი, სტაფილო, ხახვი და მწვანილი.
პროდუქტები, რომელთა დამატებასაც ფაფებში არ გირჩევთ:
კარაქი
შოკოლადი
მშრალი საუზმის ფიგურები და ელემენტები
შაქარი (ან მინიმალური რაოდენობით)
მარილი (დიდი რაოდენობით),
შოკოლადის კარაქი
არაქისის კარაქი
სპრედი და სხვა ტკბილი პასტები.