რა პოზაში უნდა იწვეს ამ დროს ბავშვი ცხვირიდან სისხლდენა საკმაოდ სერიოზული პრობლემაა. ზოგჯერ დენა ძლიერია და შეშინებული მშობელი, ოღონდ სისხლი შეაჩეროს, ხშირად არასწორ ზომებს იღებს. ამ დროს კი შეიძლება ბავშვის მდგომარეობა გართულდეს. როგორ შევაჩეროთ სისხლდენა და რა პოზაში უნდა იწვეს ამ დროს ბავშვი. რჩევებს პედიატრიული პროვატ კლინიკა გვიზიარებს:
1. ცხვირიდან სისხლდენის დროს აუცილებელია, რომ ბავში იჯდეს სწორად, თავი კი ოდნავ ქვემოთ, წინ ჰქონდეს გადმოწეული.
2. მშობელმა ბავშვს ნესტოებზე უნდა მოუჭიროს თითები. ასეთ პოზაში უნდა გაჩერდეთ 10 წუთის განმავლობაში. ამ დროს ბავშვმა პირით უნდა ისუნთქოს.
3. ამ დროის განმავლობაში ბავშვის წყნარად გასაჩერებლად შეგვიძლია ჩავრთოთ ტელევიზორი, მისი საყვარელი მულტფილმი და სხვა რაიმეზე გადავუტანოთ ყურადღება.
4. თუ სისხლდენა 10 წუთის განმავლობაში არ გაჩერდა, ვაგრძელებთ იგივე პროცედურას ისევ 10 წუთი. თუ 20 წუთის მანძილზე სისხლი არ შეჩერდა, ექიმს უნდა დავუკავშირდეთ .
თუ ცხვირიდან სისხლდენა ბავშვს ხშირად აწუხებს, ამ შემთხვევაშიც აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს.