Millennium School – ათასწლეულის სკოლა, განათლების მაღალი სტანდარტით ჯანსაღ, უსაფრთხო და შემოქმედებით გარემოში ცხოვრების დაახლოებით 2160 დღეს მოზარდი სკოლაში ატარებს. ამიტომ, მშობლები ეძებენ ისეთ სკოლას, სადაც მოსწავლეები მიმზიდველ და პოზიტიურ გარემოში მაღალი ხარისხის, აკადემიურ განათლებას მიიღებენ.
"ათასწლეულის სკოლა" ორიენტირებულია ისეთი მოსწავლეების მოზიდვაზე, რომლებსაც აქვთ მრავალმხრივი ინტერესები და სურთ საკუთარი შესაძლებლობები განავითარონ სხვადასხვა მიმართულებით. ამაში მათ მაღალკვალიფიცირებული პედაგოგები ეხმარებიან. "ათასწლეულის სკოლის" მასწავლებლების გუნდი დაკომპლექტებულია სპეციალურად ამ სკოლისთვის მომზადებული პროფესიონალი კადრებით, სწავლების მიდგომები და ხედვა ყველა მასწავლებლის მიერ არის გაზიარებული. ბევრი სხვა სკოლისგან განსხვავებით, სწავლება არა მშობელზე ან სკოლის ინტერესებზე, არამედ მოსწავლეზეა ორიენტირებული, აქ თითოეული მოსწავლის ინდივიდუალიზმი ფასდება. ამასთან, სწავლების დროს მასწავლებლები აქტიურად იყენებენ თანამედროვე ტექნოლოგიებს. მოსწავლეები პროგრამირების ელემენტებს კი პირველივე კლასიდან დაეუფლებიან.
კლასში არ იქნება 16 მოსწავლეზე მეტი, უცხოური ენების შესწავლისას კი მათი რაოდენობა რვას არ აღემატება. უცხოე ენებს რაც შეეხება, აღსანიშნავია ისიც, რომ მეოთხე კლასიდან სკოლაში ისწავლება ჩინური ენა.
ტრადიციული საგნების პარალელურად სკოლა მოსწავლეებს სხვადასხვა საფეხურზე სთავაზობს ისეთ საგნებს, როგორიცაა ,,ბიბლიოთეკის გაკვეთილი"", ,,მსოფლიო ლიტერატურა", "LEGO MINDSTROM ROBOTICS", "საბუნებისმეტყველო ლაბორატორულ გაკვეთილებს" და სხვა.
"ათასწლეულის სკოლა " ლისის ტბასთან მდებარეობს. ტბის მიმდებარე ლამაზი და ვრცელი ტერიტორია იძლევა იმის საშუალებას, რომ გაკვეთილები არა მხოლოდ საკლასო ოთახში, არამედ ბუნებაში ჩატარდეს. სკოლის მიდგომით საკლასო ოთახი ერთ-ერთი სასწავლო გარემოა და არა ერთადერთი აქედან გამომდინარე, ხშირია სასწავლო ვიზიტები მუზეუმებსა და სხვადასხვა საინტერესო საგანმანათლებლო დაწესებულებაში.
განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ფიზიკურ აქტივობებს, რომლებიც არა მხოლოდ თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილ დახურულ სპორტულ დარბაზში ტარდება, არამედ, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ბუნებაშიც.
"ათასწლეულის სკოლა" მოსწავლეებს სთავაზობს სხვადასხვა სპორტულ და სახელოვნებო კლუბს, რომელსაც მოსწავლეები საკუთარი სურვილისა და ინტერესებიდან გამომდინარე ირჩევენ.
ყველა ზემოხსენებულ საკითხთან ერთად, მშობლებისთვის განსაკუთრებით მოსახერხებელია ის დამატებითი სერვისი, რომელიც მათ ბავშვების სკოლაში 7 საათამდე დატოვებას სთავაზობს – ამ დროში მოსწავლეებს საშუალება ექნებათ მოამზადონ გაკვეთილები მასწავლებელთან ერთად, ან დამატებით დაიტვირთონ სხვადასხვა კლუბებითა თუ წრეებით.
აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ "ათასწლეულის სკოლა" მშობლებს სთავაზობს როგორც საბავშვო-ბაღს "მილლენიუმ კინდერ გარდენ" , ისე წინასასკოლო მზაობის ე.წ. "პრესქულ" პროგრამებს, რომელიც ბავშვს ყველანიარად ამზადებს იმ ახალი და საინტერესო ცხოვრების დასაწყებად, რასაც მოსწავლეობა ჰქვია.
ვფიქრობთ, ნებისმიერი მშობლისა და ბავშვისთვის ეს საუკეთესო არჩევანი და კარგი პერსპექტივაა! არ გამოგრჩეთ, მიღება დაწყებულია!
მისამართი : ფერმწერთა ქუჩა, #109, ლისის ტბა. ტელ: 557634080