დღეს ცუდად ვიყავი, გადასხმები მომიწია ხატია სიჭინავამ ფეისბუქის გვერდზე საავადმყოფოში გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა შემდეგი ტექსტით:
"დღეს ცუდად ვიყავი, გადასხმები მომიწია და ნანო (რამაზ ნოზაძეს გულისხმობს - ავტ.) რომ შემოვიდა პალატაში, გული ამიჩუყდა და ვიტირე.
მივხვდი, რატომ ტირიან ჩემი შვილები ჩემს დანახვაზე. ჩემს განერვიულებულ სახეს რომ ხედავენ გული უჩუყდებათ უზომო სიყვარულის ენერგიისგან...
მერე ექთანმა მითხრა როგორი სხვანაირი ყოფილხარო....".
როგორც გაირკვა, მას ალერგიული შეტევის შედეგად ანაფილაქსიური შოკი ჰქონდა, თუმცა ახლა უკეთ არის.