ჩანთის არჩევისა და ტარების მანერით შესაძლებელია პატრონის ფსიქოლოგიური პორტრეტის შექმნა ესპანელი და ინგლისელი ფსიქოლოგები თვლიან, რომ ჩანთის არჩევისა და ტარების მანერით შესაძლებელია პატრონის ფსიქოლოგიური პორტრეტის შექმნა.
1. დიდი ჩანთა
ქალები, რომლებიც დიდ ჩანთებს ირჩევენ, ენერგიულები, ნაკითხები, მიზანდასახულები და სულსწრაფები არიან. ასევე, ძალიან კარგი ცოლები და დედები. ისინი შედეგს ყველაფრისგან მოკლე დროში ელიან და ვერ იტანენ უყურადღებობას. უყვართ კომფორტი და უბრალოება. ცდილობენ არ გაირთულონ ცხოვრება.
2. პატარა ჩანთა
პატარა ზომის ჩანთის მოყვარული ქალები გამჭრიახი გონებით გამოირჩევიან. მათ განსჯის ორიგინალური მეთოდი აქვთ. იციან, რა სურთ ცხოვრებისგან. უყვართ თავის მოვლა, ბევრს ოცნებობენ... ისინი თავიანთი გარეგნობის ხაზგასმით და მინიატურული ჩანთით მამაკაცების ყურადღებას იქცევენ. განაგრძეთ კითხვა