რატომ არასდროს უწევს ხმას ქმართან ჩხუბის დროს? როგორც აღმოჩნდა, კონფლიქტები ურთიერთობების დროს ისეთ ჰარმონიულ ოჯახებსაც კი არ უვლის გვერდს, როგორიცაა ქეთა თოფურიასა და ლევ გეიხმანის წყვილი. ქეთამ ჟურნალისტებს უამბო, თუ რის გამო კამათობენ ის და მისი ქმარი, და რატომ არასდროს უწევს ხმას ქმართან ჩხუბის დროს.
ლევისა და ქეთას მეგობრები მათ "იდეალურ წყვილად" მიიჩნევენ. საქმე ის არის, რომ 7-წლიანი ურთიერთობის პერიოდში პრაქტიკულად არ უჩხუბიათ და თუ მომხდარა კიდეც ასეთი რამ, ჩხუბი სულ რამდენიმე წუთს გაგრძელებულა.
როგორც გაირკვა, ბუნებით ორივენი მშვიდები არიან. ქეთა უბრალოდ ვერ ხედავს აზრს, ეჩხუბოს ადამიანს, რომელთანაც ერთ ჭერქვეშ ცხოვრობს. იმასაც ამბობს, რომ ქორწინებისა და შვილის გაჩენის შემდეგაც მოახერხეს მათ რომანტიკის შენარჩუნება.
ლევი ხშირად ანებივრებს სასიამოვნო სიურპრიზებით და ყვავილებით. ქეთა ქმრისთვის ნამდვილ მუზად იქცა, რომელიც მას რომანტიკული საქციელისკენ განაწყობს.
ეს კი ფოტოები წყვილის ახალი ოჯახური ფოტოსესიიდან.