ნებისმიერი ოჯახი ცოლ-ქმრის მტკიცე კავშირზე დგას ნებისმიერი ოჯახი ცოლ-ქმრის მტკიცე კავშირზე დგას. თუ ამ ორის ურთიერთობაში ბზარი გაჩნდა, ოჯახიც რღვევას იწყებს. ოჯახისა და ცოლ-ქმრული კავშირის მფარველობისათვის, ხშირად მიმართავენ წმინდა ოჯახის ხატს.
ამ ხატს, სწორედ სიყვარულსა და ოჯახის სიწმინდეს უნდა ვევედრებოდეთ, რადგან მაცხოვრის მშობლებზე უფრო წმინდა მაგალითი ქვეყნად არავის მოუცია.
"ყოვლადწმინდა მარიამი და მართალი იოსები თავად უფალმა გამოირჩია მათი სიწმინდისა და სულიერი სათნოებების გამო, იოსები მოგვევლინა საღმრთო განგებულების მცველად, მან დაიცვა ღვთისგან აღთქმული ყოველი სიტყვა. იესოსა და მარიამს ფიზიკური დახმარება, მფარველობა, ერთგულება სიკვდილამდე უბოძა. მსხვერპლად გაიღო საკუთარი თავი. ღვთისმშობელი წმინდა ქალის მაგალითია ,,მორჩილ იქნა, ვიდრე სიკვდილამდე" და მაცხოვარი ჯვარცმის დროსაც არ მიუტოვებია" - -აღნიშნავს მღვდელ-მონაზონი ანდრია (სარია)
თეა ცაგურიშვილი