იცით, რატომ აკეთებდა ამას? 2001 წელს ვიეტნამელი ტონგ ფუოკ ფუკი საავადმყოფოში თავის ფეხმძიმე მეუღლესთან ერთად მივიდა. მან შენიშნა კარი, სადაც პერიოდულად შედიოდნენ ორსული ქალები და გამოსვლისას ცრემლებს იწმენდდნენ. როდესაც ტონგმა გაიგო, თუ რა ხდებოდა იმ ოთახში, - გადაწყვიტა ემოქმედა... ვერ წარმოედგინა, როგორ შეეძლო მშობელს საკუთარი ნებით მოეკლა შვილი და საფლავიც არ ეღირსებონა მისთვის.
ამიტომ საკუთარი თანხით მიწის ნაკვეთი შეიძინა, რათა იმ კლინიკაში აბორტის შედეგად ექიმის ინტრუმენტით დაჩეხილი, დაუბადებელი ბავშვები დაესაფლავებინა. ნებართვის მიღების შემდეგ ტონგი შეუდგა თავისი მისიის შესრულებას...
იცით რატომ აკეთებდა ამას? იმედი ჰქონდა, რომ თუ ამ სასაფლაოს დედები ნახავდნენ, გადაიფიქრებდნენ აბორტის გაკეთებას. რამდენიმე ხნის შემდეგ მასთან დედებმა დაიწყეს მოსვლა , რომლებიც ეუბნებოდნენ, რომ არ აქვთ მატერიალური შესაძლებლობა ბავშვების აღზრდისთვის. ამის შემდეგ ტონგმა გადაწყვიტა წაეყვანა ეს ბავშვები თავის ოჯახში. სასაფლაოს გვერდით ააშენა სახლი, რომელიც 100-ამდე ბავშვისთვის მშობლიური ადგილი გახდა.
რათა ბავშვები ერთმანეთში არ არეოდა ტონგმა მოუგონა ზედმეტი სახელები მაგ: "ტამი"-რაც "გულს" ნიშნავს, ან ვინი- " "პატივმოყვარეობას". ბავშვები ატარებენ ორ გვარს: დედის და თავისი გადამრჩენელის.
თუ დედის ფინანსური მდგომარეობა გაუმჯობესდება და მას მოუნდება ბავშვის უკან დაბრუნება, ტონგი უბრუნებს მას ბავშვს.
ნეტავ ბევრი იყოს ტონგის ნაირი ადამიანი. ასეთი ადამიანები მსოფლიოს უკეთესს ხდიან.