რახმა ჯანმრთელი დაიბადა, თუმცა როგორც კი 6 თვის გახდა, მოულოდნელად შეწყვიტა ზრდა რახმა ხარუნა ნიგერიელი გოგონაა, რომელიც ნათელ მომავალზე ოცნებობს და უნდა, ერთხელაც საკუთარი მაღაზია გახსნას. მაგრამ მას უჩვეულო დაავადება აქვს – მას არ უვითარდება კიდურები და გამუდმებით განიცდის ტკივილებს. ამ დეფექტის გამო გოგონა წლებია, პლასტმასის სათლში ცხოვრობს.
19 წლის რახმა ჯანმრთელი დაიბადა, თუმცა როგორც კი 6 თვის გახდა, მოულოდნელად შეწყვიტა ზრდა და სხეული აღარ განუვითარდა. “როცა 6 თვისამ ჯდომა დაიწყო, მაშინ დაიწყო ყველაფერი. ვეღარც გახოხდა. რამდენჯერმე მაღალი სიცხე ჰქონდა, მეტი არაფერი. მერე – მუცლის ტკივილები. სხეულის ნაწილებიც სტკიოდა, ხელები, ფეხები. ის მათ ვერ ამოძრავებს, თუ სტკივა”, - ამბობს რახმას დედა.
ოჯახი ყველაფერს აკეთებს, რომ მას სრულფასოვანი ცხოვრება ჰქონდეს – თავისი სათლით დაატარებენ აქეთ-იქით. 10 წლის ძმაც ეხმარება თანატოლებთან ურთიერთობაში, ასეირნებს და ხანდახან აბანავებს კიდეც. რახმას დაავადების მიზეზი უცნობია. ოჯახმა დიდი ძალისხმევა გაიღო დიაგნოზის შესატყობად, მაგრამ 15-წლიანი აქეთ-იქით სიარულისა და უამრავი თანხის გაღების შემდეგ, მაინც ვერაფერი გაიგეს. ექიმებმა ვერც დიაგნოზი დასვეს და ვერც მკურნალობისა მოიფიქრეს ვერაფერი. ზოგიერთმა ისიც კი თქვა, რომ გოგონა ალბათ ჯინმა მოაჯადოვა.
იხილეთ ვიდეო ამ საოცარ გოგონაზე
ჩვილისტანიანი გოგონა სათლში ცხოვრობს