გემრიელი კექსის რეცეპტი ანა კოსტავასგან - მშობლები

გემრიელი კექსის რეცეპტი ანა კოსტავასგან

2016-08-01 18:43:46+04:00

ყველასთვის საყვარელი და გემრიელი ნამცხვარი საჭირო მასალა:

3 კვერცხი;

2,5 ჭ. შაქარი;

1 ვანილი;

150 გრ. რბილი მარგარინი;

1 ს/კ ზეთი;

250 გრ. მაწონი;

1 ჩ/კ სოდა-ძმრით;

1 ლიმონის ცედრა (ანუ დახეხელი კანი);

დაახლოებით 3,5 ფქვილი;

2 ს/კ კაკაო;

ცოტა დარიჩინი (სურვილისამებრ).

მომზადების წესი:

კვერცხი და შაქარი გავთქვიფოთ, დავამატოთ რბილი კარაქი, მაწონი, ზეთი, ვანილი, ლიმონის ცედრა, დარიჩინი(სურვილისამებრ), სოდა-ძმრით და ბოლოს შევურიოთ დაახლოებით 3,5 ჭიქა ფქვილი (ისე,რომ ფაფუკი მასა მივიღოთ).

ცომის მასა გავყოთ შუაზე და ერთ ნაწილს დავამატოთ კაკაო.

ცხიმწასმულ ფორმაში თითო-თითო სუფრის კოვზობით მოვათავსოთ თეთრი და შოკოლადიანი მასა ერთმანეთის მონაცვლეობით.

გამოვაცხოთ ღუმელში 180 გრადუსზე.