გოგონასა თუ ბიჭის ჩასახვა გარკვეულ კანონზომიერებებს მაინც ექვემდებარება ბავშვის სქესის დაგეგმვა ჯერ-ჯერობით მედიცინისთვის გადაუჭრელ ამოცანად რჩება. სამაგიეროდ, უამრავი წყვილი სასურველი სქესის ბავშვის მოლოდინშია - ზოგს მაინცდამაინც ბიჭი უნდა, ზოგსაც - გოგო. ამის გარანტიას ვერსად ვერცერთი ექიმი ვერ მოგცემთ, თუმცა გოგონასა თუ ბიჭის ჩასახვა გარკვეულ კანონზომიერებებს მაინც ექვემდებარება. შესაბამისად, გარკვეული რეკომენდაციებიც არსებობს, რომლებსაც წარმოგიდგენთ:
გოგონას ჩასახვა
სპერმატოზოიდი ქალის X-ქრომოსომით ნაკლებ მოძრავია, თუმცა უფრო მეტად გამძლე და სიცოცხლისუნარიანი. სწორედ მათი მონაწილეობით ხდება გოგონას ჩასახვა. ითვლება, რომ თუ სქესობრივი აქტი ოვულაციამდე სამი დღით ადრე განხორციელდა, მაღალია გოგონას ჩასახვის ალბათობა, რის შემდეგაც უმჯობესია თავი შეიკავოთ აქტისაგან. უფრო გულმოდგინედ უნდა მოხდეს მენსტრუალური ციკლის დღეების დათვლა. აქედან გამომდინარე, თუ სქესობრივი აქტი მოხდა მენსტრუაციის დაწყებამდე 13-14 დღით ადრე, დაიბადება გოგონა, ხოლო 11-12 დღით ადრე – ბიჭი.
სხვათა შორის არსებობს მოსაზრება, რომ გოგონას დაბადებას განაპირობებს სქესობრივი აქტის ტექნიკაც: მაგალითად, ეაკულაციის დროს სასქესო ასოს საშოში ნაკლებად ღრმად შეღწევა: საშოს მჟავე გარემოში სპერმატოზოიდების გადარჩენის ალბათობა კლებულობს და Y ქრომოსომები უფრო სწრაფად იღუპებიან, ვიდრე X ქრომოსომები.
ბიჭის ჩასახვა
სამაგიეროდ, სპერმატოზოიდები Y ქრომოსომებით (რაც განსაზღვრავს მამრობითი სქესის ბავშვის ჩასახვას) ნაკლებად სიცოცხლისუნარიანია, თუმცა მეტად მოძრავი და ჩვეულებრივ უფრო სწრაფად ახერხებენ კვერცხუჯრედის განაყოფიერებას. შესაბამისად, კვერცხუჯრედის განაყოფიერების ალბათობა Y ქრომოსომების შემცველი სპერმატოზოიდებით მაღალია ოვულაციამდე ერთი დღით ადრე ან ოვულაციიდან 12 საათის შემდეგ, როდესაც კვერცხუჯრედი საშვილოსნოს მილშია და მზადაა განაყოფიერებისათვის. ამ დრომდე სასურველია თავი შეიკავოთ სქესობრივი კონტაქტისაგან.