თითქმის ყოველი მომავალი დედა მშობიარობაზე დასწრებას სთხოვს დაქალს, კოლეგას ან დედას მრავალი ფეხმძიმე ქალი დაფიქრებულა, ღირს კი ქმრის დასწრება მშობიარობაზე და როგორ აისახება ეს მშობიარობის პროცესზე, ან თავად მეუღლეების ურთიერთობაზე. მრავალი ქალის აზით, მამის დასწრება მშობიარობაზე კარგად აისახება მომავალში შვილისა და მამის, აგრეთვე ცოლ-ქმრის ურთიერთობაზე.
თუმცა, ბევრი შიშობს, რომ ქმარს უარყოფითი რეაქცია ექნება შვილის დაბადებაზე, რადგან ის ვერ გაუძლებს საყვარელი ქალის ტკივილსა და წვალებას. ამასთანავე, მშობიარობისას მრავალი ქალი უსიმპათიუროდ გამოიყურება.
ბოლო დროს ახალი მოდური ტენდენცია შეიმჩნევა - მომავალ დედას მშობიარობაზე დასასწრებად, მეუღლის ნაცვლად, მეგობარი მიჰყავს. ბრიტანეთში თითქმის ყოველი მომავალი დედა მშობიარობაზე დასწრებას სთხოვს დაქალს, კოლეგას ან დედას.
მეცნიერებმა გამოიკვლიეს 2 ათასზე მეტი მშობიარე ქალი და დაადგინეს, რომ ქალებს დედისა და მეგობრების თანხლებით უფრო უადვილდებათ შვილის გაჩენა, ვიდრე მეუღლის თანდასწრებით, რადგან უხერხულობას განიცდიან და ურთიერთობის გაფუჭების ეშინიათ.
თუმცა, თუ მაინც პარტნიორული მშობიარობა გაქვთ გადაწყვეტილი, უმჯობესია ქმარი წინასწარ შეამზადოთ. ერთად დაესწარით სამშობიარო კურსებს, გაეცანით ლიტერატურას. მომავალმა მამამ უნდა იცოდეს, როგორ მოიქცეს, როცა ცოლს მშობიარობა დაეწყება.
მშობიარობა ხანგრძლივი პროცესია, მომავალი დედა იღლება, უყურადღებო ხდება. პარტნიორის როლი კი მნიშვნელოვანი ხდება, ის უნდა დააკვირდეს მშობიარობის პროცესს, მედპერსონალს, შეასრულოს მათი მითითებები. მშობიარობის შემდეგ კი ახალშობილთან უნდა დარჩეს.