ყოველთვის შეიძლება ტრადიციულ გემოს პიკანტური არომატი დაამატოთ მურაბების რეცეპტები თითქმის არასოდეს იცვლება. თუმცა ყოველთვის შეიძლება ტრადიციულ გემოს პიკანტური არომატი დაამატოთ. წარმოდგენილი რეცეპტები სწორედ ამით განსხვავდებიან ტრადიციულისგან.
1. მაყვალი ქონდრით
გარეცხეთ 600 გ მაყვალი, გაარჩიეთ, მოათავსეთ ქვაბში. 750 გ შაქრისა და 250 მლ წყლისგან მოამზადეთ სიროფი, დაუმატეთ 1/2 ჩ.კ ლიმონის მჟავა და ქონდარი, დაასხით ცხელი სიროფი კენკრას და გააჩერეთ მთელი ღამით. შემდეგ სიროფი გადაღვარეთ უკენ ჯამში (ქონდარი ამოიღეთ, აადუღეთ და კვლავ დაასხით კენკრას. აცადეთ მასას გაცივდეს, შემდეგ ადუღეთ 10 წუთი და გაანაწილეთ მურაბა ქილებში.
2. ვარდის მურაბა ლიმონის ცედრით
შეაგროვეთ 100 გ ასკილის ვარდის ფურცელი, მოაჭერით მაკრატლით თეთრი ყუნწები. მოათავსეთ ჯამში და ხელით ასრისეთ 100 გ შაქართან ერთად ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. 500 გ შაქრისა და 215 მლ წყლისგან მოხარშეთ სიროფი, ადუღეთ 7 წუთი, დაუმატეთ ასრესილი ვა რდის ფურცლები და ლიმონის ცედრა. ხარშეთ დაბალ ცეცხლზე 15 წუთი.
ხარშვის ბოლოს ჩაყმარეთ 1/2 ჩ/კ ლიმონის მჟავა. გაგრძელება