შეავსებინეთ ეს მხიარული ტესტი და გაიგებთ პასუხს
1. როცა დამნაშავე ხარ, გიჭირს დანაშაულის აღიარება?
დიახ (0)
ზოგჯერ (3)
არა (5)
2. ღიზიანდები, როცა პატარებს ჩაგრავენ?
ძალიან და ყოველთვის ვცდილობ, დავიცვა (5)
ზოგჯერ ვღიზიანდები, ზოგჯერ არა (3)
რა არის გასაღიზიანებელი, იქნებ ღირსია? (0)
3. გიყვარს საჩუქრების გაკეთება?
ეს დიდ სიამოვნებას მანიჭებს (5)
მიყვარს, თუმცა ის უფრო მსიამოვნებს, როცა მე მჩუქნიან (3)
ეგ რა სასიამოვნოა. აქეთ გამიკეთონ საჩუქრები (0)
4. პატივს ცემ უფროსებს?
რა თქმა უნდა (5)
ხანდახან, ზოგჯერ მავიწყდება ხოლმე (3)
უფროსებმა აქეთ უნდა სცენ პატივი უმცროსებს (0)
5. ბევრი მეგობარი გყავს?
ძალიან ბევრი (5)
არც ისე (4)
რა საჭიროა ბევრი მეგობარი, ერთი გყავდეს და ნაღდი (1)
6. ეხმარები ხოლმე მათხოვრებს?
დიახ (5)
ხანდახან (3)
რატომ უნდა დავეხმარო უცნობ ადამიანს (0)
ახლა კი შეაჯამე ქულები და ნახე შედეგები
30-24 ქულა - საოცარი ბავშვი ხარ. შეგიძლია უკანასკნელი თეთრი გაიღო. სხვისი სიამოვნება დიდ სიხარულს განიჭებს. ალბათ, შენი მშობლები და ახლობლები ძალიან ამაყობენ შენით. სწორედ შენისთანა შვილი უნდა ინატროს ადამიანმა.
24-15 ქულა - შენც გიყვარს, როცა სხვას ასიამოვნებ, თუმცა, ცოტა არ იყოს, დაბნეული ბავშვი ხარ, ზოგჯერ უყურადღებოც. რაღაც-რაღაცები გავიწყდება ხოლმე. მაგრამ ეს იმას სულაც არ ნიშნავს, რომ სიკეთე გაკლია. უბრალოდ, მეტი ყურადღება უნდა მოიკრიბო.
15-1 ქულა - არც კი ვიცი, რა გითხრა. ან ძალიან დაუდევარი ხარ, ან ზედმეტად ოხუნჯი, ალბათ, უფრო ეს უკანასკნელი. ისე კი გახსოვდეს, სიყვარული და სითბო ყველას სჭირდება, როგორც შენ, ასევე სხვასაც.