თუ დღემდე ვერ მიხვდით, რომ თქვენს მუცელში ახალი სიცოცხლე ჩაისახა, ამას მენსტრუალური ციკლის გადაცდენა მიგახვედრებთ.
თქვენი პატარა ისეთივე ზომისაა, როგორც:
ქუნჯუთის მზესუმზირა:
პატარას წონაა:
1 გრამი;
პატარას სიგრძეა:
1,5 მმ.
რა ხდება ფეხმძიმობის მეხუთე კვირაში?
მეანების თქმით, ჩასახვიდან მესამე კვირა ფეხმძიმობის მეხუთე კვირად ითვლება. ანუ, თქვენი პატარა დაბადების მომენტში 2 კვირით პატარა იქნება ფორმალურ თარიღზე. ამაში საშიში არაფერია. ყველაფერი ბუნების მიერ დადგენილი გეგმის მიხედვით ხდება. თქვენი ორგანიზმი ნელ-ნელა გადაეწყობა და მიეჩვევა ცვლილებებს. ნაყოფი კი ვითარდება.
რას ჰგავს პატარა 5 კვირის ფეხმძიმობისას?
ფეხმძიმობის მეხუთე კვირაში ჩანასახი ქუნჯუთის მზესუმზირის ხელაა. წონით: 1 გრამი; სიგრძით: 1,5 მმ. ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პერიოდია მის ჩამოყალიბებაში. ვითარდება სასუნთქი, სისხლძარღვოვანი სისტემა, რამდენიმე დღეში პატარას გული პირველ დარტყმას გააკეთებს. თავდაპირველად იგი მილს ჰგავს, მოგვიანებით ჩამოყალიბდება იგი სრულყოფილ ორგანოდ.
თქვენი შეგრძნებები ფეხმძიმობის მეხუთე კვირაში
ხვდებით, რომ თქვენში სენტიმენტალურობამ მოიმატა. ფილმში გულისამაჩუყებელი სცენების ყურებისას ცრემლი გდით. თუმცა, 5 წუთის შემდეგ სულელურ ხუმრობაზეც კი გულიანად იცინით. განწყობის ცვლილებები ჰორმონების ბობოქრობის მიზეზია. მუდმივად გრძნობთ დაღლილობას, მოთენთილობას, გეძინებათ _ ამის მიზეზიც ჰორმონებია. მოიმატებს ყნოსვითი გაღიზიანება, მეუღლის პარფიუმმა ან შოკოლადის არომატმაც კი შეიძლება კუჭში სპაზმი გამოიწვიოს.
მეხუთე კვირის რჩევა
მე-12 კვირამდე ყალიბდება პატარას ორგანოები, ამიტომ გამორიცხეთ სიგარეტი, ალკოჰოლი და სხვა მავნე ჩვევები. კარგია, თუ სამსახურში მავნე ნივთიერებებთან არ გიწევთ შეხება.
პროდუქტები, რომლების მიღებაც არ შეიძლება ორსულობის დროს