დღეს ქალები გიჟურ რიტმში არიან ჩაფლულები და სრულიად არ რჩებათ დრო, რომ დაისვენონ მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ კარიერისა და საოჯახო ვალდებულებების შეთავსება საკმაოდ მავნებელია ქალის ჯანმრთელობისთვის. მაღალი წნევა, გულ-სისხლძარღვთა დაავადებები და გამუდმებული სტრესი დასვენების არარსებობის გამო, მშრომელ ქალბატონებს, რომლებიც იდეალური დიასახლისებიც არიან, სიცოცხლის შემოკლებით ემუქრება.
მეცნიერები გვირჩევენ, ცოტათი მაინც შევამციროთ ვალდებულებები, სახლში მაინც და ოჯახის წევრებს მეტად გადავუნაწილოთ მოვალეობები.
დატვირთვა დილიდან საღამომდე, ფიზიკური თუ გონებრივი, არანაირი დრო და საშუალება, რომ დაისვენოს, ნებისმიერ ადამიანზე ცუდად იმოქმედებს. განსაკუთრებით, ქალზე, რომელიც იმავდროულად ათას რამეზე ნერვიულობს და ისედაც გულთან ახლოს მიაქვს ნებისმიერი პრობლემა, რაც მის ოჯახს ეხება. დღეს ბევრი ქალი ცდილობს, მაქსიმალურად შეუთავსოს ერთმანეთს სამსახური და ოჯახი და თანაც, იდეალური დიასახლისი იყოს იმის მიუხედავად, რომ ძალიან დაკავებულია სამსახურში. ქალები გიჟურ რიტმში არიან ჩაფლულები და სრულიად არ რჩებათ დრო, რომ დაისვენონ, მოეშვან, პრაქტიკულად, გამუდმებით არიან დაძაბულები და სულ მუშაობენ. ეს კი მათ ჯანმრთელობას დიდ დარტყმას აყენებს. უფრო ხშირად გადაუნაწილეთ თქვენი საქმეები ოჯახის წევრებს, რომ სახლში მაინც გაითავისუფლოთ ცოტა დრო და ხანდახან მაინც დაისვენოთ.
ასევე იხილეთ: ვისაც აინტერესებს, რით იღლება ცოლი, როცა სახლშია და ”არაფერს აკეთებს”