წვნიანები ბავშვებისთვის 7-8 თვიდან ინგრედიენტები:
ძროხის უცხიმო ან ქათმის ხორცი - 10გრ. წყალი - 400მლ. ოხრახუში - 5გრ. სტაფილო - 10გრ. ხახვი - 5გრ. მარილი.
მომზადება:
ხორცი გაავლეთ ცივ, გამდინარე წყალში, მოაჭერით ცხიმი და დაჭერით პატარა კუბებად. ხორცი მოათავსეთ ქვაბში და დაასხით ცივი წყალი. პირველი ნახარში გადაუქციეთ.
ბულიონი ხარშეთ დაბალ ცეცხლზე დაახლოებით 1 საათი, პერიოდულად ურიეთ და მოაშორეთ ქაფი, რომელიც წარმოიშვება ხარშვის დროს. მომზადებულ ბულიონს დაუმატეთ მარილი, წვრილად დაჭრილი ხახვი, სტაფილო და ოხრახუში. დააფარეთ თავსახური და ადუღეთ 5-10 წუთი. მზა ბულიონი გადაწურეთ საწურში, მოხადეთ ზევიდან ცხიმი და ისევ გააგრძელეთ დუღილი. ასეთი ბულიონი შეგიძლიათ მისცეთ ბავშვს როგორც ცალკე ბადეზე გახეხილი ბოსტნეულით, ასევე სხვადასხვა კრუპეულთან ერთად. ანალოგიურად მზადდება ქათმის ბულიონიც.