78 წლის ტრამპი მეორედ გახდა აშშ-ის პრეზიდენტი. ის ქვეყნის 47-ე პრეზიდენტი იქნება. ცნობილ მილიარდერს, შოუმენს და პოლიტიკოსს უკვე ულოცავენ გამარჯვებას...
დონალდი 1946 წლის 14 ივნისს დაიბადა ნიუ-იორკში, ინვესტორ ფრედ ტრამპისა და დიასახლის დონალდ მერის ოჯახში, სადაც მის გარდა კიდევ სამი ბავშვი იზრდებოდა. მისი ბაბუა და ბებია, მამის მხრიდან, გერმანელი იმიგრანტები იყვნენ, რომლებიც 1885 წელს წავიდნენ ამერიკაში ემიგრაციაში.
ტრამპს ბავშვობაში ახასიათებდნენ, როგორც თავისებურ, ძალიან გამორჩეულ და დამოუკიდებელ ბავშვს.
13 წლისა მშობლებმა სამხედრო აკადემიაში გაგზავნეს, რომ მისი ენერგია და თავდაჯერება პოზიტიური მიმართულებით წარემართათ. მან საკმაოდ წარმატებით გაიარა აკადემიაში სწავლის პერიოდი, მიიღო ჯილდოები, თამაშობდა ფეხბურთის და კალათბურთის გუნდებში და საკმაოდ იზიდავდა გოგონებს, რის გამოც "მექალთანეც" შეარქვეს.
საკმაოდ დიდ დროს უთმობდა სპორტს, ასევე ესწრებოდა ბიზნეს-ადმინისტრირების მეცადინეობებს ფორდემის უნივერსიტეტში და თან მშობლებთან მუშაობდა. შემდეგ გადაწყვიტა, მეტი დრო დაეთმო მეწარმეობის სწავლისთვის და 1966 წელს უორტონის ბიზნეს სკოლაში ჩააბარა, რომელიც ეკონომიკის ბაკალავრის ხარისხით დაასრულა.
მალევე დაიწყო კარიერა, ჯერ მამის კომპანიაში - სახლების გაქირავებით იყო ძირითადად დაკავებული. მერე კი საკუთარი საქმეც წამოიწყო და საკმაოდ წარმატებული ბიზნესმენი გამოდგა. მისი ქონება 3,7 მლრდ დოლარით არის შეფასებული.
იხილეთ ტრამპის ქონება:
რაც შეეხება მის დიდ ოჯახს, პირველად 1977 წელს დაქორწინდა ივანა ზელნიჩკოვაზე, რომელთანაც სამი შვილი შეეძინა - დონალდ-უმცროსი, ივანკა და ერიკი. 1992 წელს გაიყარნენ. 1993 წელს იქორწინა 29 წლის მარლა მეიპლზზე. ამ ქორწინებიდან ჰყავს ქალიშვილი ტიფანი. 1999 წელს მას გაშორდა და 2004 წლიდან არის დაქორწინებული მელანია კნავსზე სლოვენიიდან, რომელსაც მსოფლიო მელანია ტრამპის სახელით იცნობს.
ყოფილ მოდელ მელანია ტრამპს დღეს საიუველირო ნაწარმის ხაზი აქვს. მას წარმატებულ დიზაინერადაც მიიჩნევენ.
ის იუგოსლავიაში დაიბადა და ლუბლიანას უნივერსიტეტში ჩაირიცხა არქიტექტურისა და დიზაინის განხრით. სწავლა პირველივე კურსიდან მიატოვა და მოდელის კარიერის ასაწყობად მილანში გაემგზავრა. წარმატებისთვის რომ იოლად მიეღწია, მან ენების შესწავლა დაიწყო. დღეს ის 4 ენაზე საუბრობს: ინგლისურად, გერმასნულად, სერბულად და ფრანგულად.
1999 წელს დონალდ ტრამპი გაიცნო. ამ დროს ბიზნესმენი უკვე განქორწინებული გახლდათ. 2004 წელს დაინიშნენ, 2005 წლის 22 იანვარს კი ფლორიდაში შეუღლდნენ. ერთ წელიწადში მელანიამ მას ვაჟი, ბარონ უილიამი გაუჩინა. ბარონი ტრამპის მეხუთე ვაჟია.
ის ბიზნესმენს ჩეხი მოდელისგან, ივანა ელნიჩკოვთან ეყოლა. უმცროსი ტრამპი და-ძმასთან, ივანკასა და ერიკთან ერთად მამის კომპანიას უძღვება. როცა მამამ მელანია შეირთო, ორ თვეში თავადაც მოიყვანა ცოლი - ასევე მოდელი ვანესა ჰეიდი. წყვილს 5 შვილი ჰყავს.
ივანკა ტრამპი
ამერიკელი ბიზნესვუმენი, ფოტომოდელი და მწერალი ივანკა ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტს ასევე ჩეხ მოდელთან, ივანა ელნიჩკოვთან ქორწინებაში ეყოლა. 2 წელი ჯორჯტაუნის უნივერსიტეტში სწავლობდა, მოგვიანებით პენსილვანიის უნივერსიტეტში გადავიდა, რომელიც ეკონომიკის სპეციალობით წარჩინებით დაამთავრა.
წარსულში დედინაცვლის მსგავსად სამოდელო ბიზნესითა და დიზაინით იყო დაკავებული. დღეს კი მამის კომპანიის ვიცე-პრეზიდენტია. ამჯამად უძრავი ქონებისა და სასტუმროების მენეჯმენტითაა დაკავებული. პარალელურად დააარსა საიუველირო ბრენდი, ფლობს სუნამოების, ჩანთების, ფეხსაცმლისა და ტანსაცმლის ხაზს.
2009 წლიდან ივანკა ბიზნესმენ ჯარედ კუშნერზეა გათხოვილი. სიძე ჰარვარდის კურსდამთავრებული გახლავთ და საკუთარი ბიზნეს-კომპანიები აქვს. სანამ მას გაჰყვებოდა ცოლად, ივანკა იუდეველი გახდა. წყვილი 3 შვილს ზრდის.
ერიკმა განათლება ჯორჯთაუნის უნივერსიტეტში მიიღო ფინანსებისა და მენეჯმენტის განხრით. მოგვიანებით თავისი ფონდი დაარსა, რომელიც ბავშვთა მკურნალობისთვის საჭირო სამეცნიერო კვლევებისთვის ფულად სახსრებს იზიდავდა.
სხვათა შორის, ამ ფონდის დამსახურებით, ბავშვთა ლეიკემიის განკურნების სფეროში არაერთი ნოვატორული აღმოჩენა გაკეთდა.
ერიკის მეუღლე პროდიუსერია. ქორწინებამდე წყვილი თითქმის 6 წლის განმავლობაში ერთად ცხოვრობდა. წყვილს ქალ-ვაჟი ჰყავს.
ტიფანი დონალდ ტრამპის ერთადერთი შვილია მარლა მეიპლთან ქორწინებაში.
მან პენსილვანიის უნივერსიტეტი დაამთავრა და სოციოლოგი გახდა. ამჟამად მეცნიერ-თანამშრომელია, თუმცა მომღერლის კარიერაზე ოცნებობს, ასევე მსახიობობა და მოდელობაც უნდა.
2002 წელს დაქორწინდა მაიკლ ბულოსზე.
10 წლის ბერონ უილიამ ტრამპი მელანისა და დონალდის ერთადერთი ვაჟია. ბიჭუნა მთელმა მსოფლიომ მამის გვერდით იხილა, როცა პრეზიდენტი ხალხს სიტყვით მიმართავდა, ამ დროს ბიჭი ძილს ებრძოდა და ძალიან სასაცილო სანახავი იყო. ამ კადრებმა მსოფლიო მოიარა და ბევრი მაყურებელი გაახალისა.
"დააძინეთ ვინმემ ეს ბავშვი ან რამე ენერგეტიკული დაალევინეთ" - წერდნენ ინტერნეტმომხმარებლები.
ბარონმა მანჰეტენში დაამთავრა სკოლა. იგლისურის გარდა, თავისუფლად ფლობს სლოვენიურ ენას. უყვარს ფეხბურთი.
ტრამპის და-ძმანი
დონალდს 2 ძმა და 2 და ჰყავს. უფროსი ძმა ფრედი 1981 წელს 43 წლის ასაკში ალკოჰოლიზმით გარდაიცვალა. ამის შემდეგ ოჯახის უფროსმა ფრედერიკ ტრამპმა მის ოჯახს მემკვიდრეობა მოუხსნა.
დონალდის და, მერიენი, გამოცდილი ფედერალური მოსამართლეა, მისი შვილი დევიდ დეზმონდი კი ცნობილი ამერიკელი ნეიროფსიქოლოგი და მწერალი გახლავთ.
მეორე ძმას, 67 წლის მილიარდერ რობერტ ტრამპს ჟურნალისტები არ უყვარს. მეუღლესთან, ბრეინთან განქორწინების შემდეგ საერთოდ გაქრა მასმედიის რადარებიდან და დღეს მის შესახებ არავინ არაფერი იცის. ცნობილია მხოლოდ ის, რომ პრეზიდენტის ძმა ნიუ-იორკში საყვარელთან, ყოფილ მდივან ენი მარი პალანთან ერთად ცხოვრობს. მას ტრამპის კომპანიაში მაღალი თანამდებობაც უკავია.
პრეზიდენტის მეორე და, ელიზაბეტ ტრამპი საბანკო ბიზნესში საქმიანობს. მოკრძალებულად ცხოვრობს და ეკრანებზე თითქმის ვერასდროს ნახავთ. მისი ქმარი კინოპროდიუსერი ჯეიმს გროუა.